კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 14 სექტემბერი 2021  /  ძალაშია: 14 ოქტომბერი 2021

სამუშაოს ძირითადი მიზანია სერვისცენტრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

 

სამუშაო ადგილი - სამტრედია

სამუშაო გრაფიკი - 10:00 – 14:00 საათამდე

 

ძირითადი მოვალეობა:

 

·         საფოსტო გზავნილების დასაწყობება სერვისცენტრის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და მომხმარებლისათვის გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

 

·         სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;

·         ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის  ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;

-          გასაუბრება;

-          მოსამზადებელი ეტაპი.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  14.10.2021