კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს სერვის ადმინისტრატორის ვაკანსიას ბათუმში

გამოქვეყნებულია: 13 სექტემბერი 2021  /  ძალაშია: 10 ოქტომბერი 2021

ანაზღაურება - 400 ლარი.

 

ძირითადი მოვალეობები:

·         სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:

-          მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;

-          პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;

-          საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.

·         მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას;

·         მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;

·         მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე);

·         MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         გამართულად მეტყველება;

·         გუნდური მუშაობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-               ჯგუფური გასაუბრება;

-              ტესტირება;

-              ინდივიდუალური გასაუბრება;

-             მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი - ბათუმში.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10.10.2021