სიახლეები
შეზღუდვები საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაგზავნაზე
„საქართველოს ფოსტა“ შეახსენებს საკუთარ მომხმარებელს, რომ მსოფლიოში ახალი
კორონავირუსის (COVID19) გავრცელებისა და მისგან გამოწვეული პრობლემების გამო,
სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციები ოპერირებენ დაუძლეველი ძალის (ფორს მაჟორის) ვითარებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ნარჩუნდება შემდეგი შეზღუდვები:
1.საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMSგზავნილების გაგზავნა
ხორციელდება მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში:
თურქეთი |
დანია |
ლატვია |
პორტუგალია |
პოლონეთი |
ესტონეთი |
სლოვენია |
ტაივანი |
მაროკო |
ჩეხეთი |
საფრანგეთი |
ბელგია |
შვედეთი |
ყაზახეთი |
განა |
ალჟირი |
აზერბაიჯანი |
სერბეთი |
სინგაპური |
ნიდერლანდები |
კოლუმბია |
ინდოეთი |
უნგრეთი |
ეგვიპტე |
იაპონია |
ყატარი |
კუვეითი |
უგანდა |
კონგო |
იტალია |
ვიეტნამი |
საბერძნეთი |
ლიეტუვა |
მალაიზია |
ესპანეთი |
ომანი |
მექსიკა |
კენია |
კამბოჯა |
ტუნისი |
კანადა |
შვეიცარია |
აშშ |
ბაჰრეინი |
ჩინეთი |
ბრაზილია |
გერმანია |
ბელარუსია |
ყირგიზეთი |
მადაგასკარი |
რუსეთის ფედერაცია |
ფინეთი |
ნორვეგია |
უკრაინა |
ისრაელი |
ავსტრია |
დიდი ბრიტანეთი |
ტაილანდი |
სამხრეთ კორეა |
ტანზანია |
უზბეკეთი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
2. საერთაშორისო AVIA გზავნილის გაგზავნა ვერ ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში:
სუდანი |
ფილიპინები |
კატარი |
ტაჯიკეთი |
3. საჰაერო გადაზიდვების შეზღუდვის გამო, გაზრდილია საფოსტო გზავნილების დანიშნულების ქვეყანაში ტრანსპორტირების ვადები.
4. მსოფლიოს ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციები აფრთხილებენ საკუთარ მომხმარებელს, რომ შექმნილი ფორს მაჟორული მდგომარეობის
დასრულებამდე, მათ შესაძლოა ვერ უზრუნველყონ საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის დროული (დადგენილ ვადაში) ჩაბარება, ასევე ახალი კორონავირუსის (COVID19) გავრცელების რისკის მინიმიზაციის მიზნით, საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარებას
განახორციელებენ სოციალური დისტანციის დაცვით, რის გამოც გზავნილის ჩაბარება არ იქნება დადასტურებული ადრესატის ხელმოწერით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული შეზღუდვების გაუქმებამდე, „საქართველოს ფოსტა“ იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახეობის საერთაშორისო გზავნილის დანიშნულების ქვეყანაში ადრესატისთვის
დაგვიანებით ჩაბარებაზე, აგრეთვე გზავნილის ჩაბარების დასტურის (ადრესატის ხელმოწერის) არარსებობაზე.
„საქართველოს ფოსტა“ მოგმართავთ რეკომენდაციით გაითვალისწინოთ აღნიშნული შეზღუდვები გზავნილის გაგზავნისას.