სიახლეები

საქართველოს ფოსტა თურქეთის ფოსტასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს

17 ოქტომბერი

 საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ საქართველოში თურქეთის ფოსტის გენერალურ დირექტორს კენან ბოჟგეიკ უმასპინძლა, რომელიც ამავდროულად გახლავთ „მსოფლიო საფოსტო კაშირის“ ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე.

 შეხვედრაზე განხილული იქნა თურქეთის ფოსტასა და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ახალი ლოჯისტიკური სქემა, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული საფოსტო გზავნილების გატარებას და პირიქით. ამასთანავე კომპანიები გაცვლიან  საფოსტო პროდუქტებისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გამოცდილებას.

 „თურქეთის ფოსტა გახლავთ ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ გამოცდილება სხვადასხვა საფოსტო მიმართულებით. თურქეთის ფოსტა გამოირჩევა ტექნოლოგიური სიახლეებით, ასევე მათ დიდი გამოცდილება აქვთ ფულადი გზავნილების მიმართულებით, რაც ჩვენთვის საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

 „ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოს ფოსტას დიდი პოტენციალი გააჩნია, დღეს იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახლავთ როგორც „მსოფლიო საფოსტო კავშირის“, ასევე „ევროპის საფოსტო გაერთიანების“. ჩვენ ამ ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქს და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა წევრი საფოსტო ოპერატორი აღფრთოვანებულია საქართველოს ფოსტის ასეთი სწრაფი განვითარების ტემპით. მათ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწიეს მომსახურების განვითარების და ჩაბარების ვადების მიმართულებით და მოწინავე ადგილებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ურთიერთმომგებიანი გავხადოთ“ - აცხადებს თურქეთის ფოსტის გენერალური დირექტორი კენან ბოჟგეიკი.