სიახლეები

„მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU“-მ 2018 წლის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

11 ოქტომბერი

 მიმდინარე წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU“-ს მიერ გამოცხადებულ „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში“ 192 ქვეყნის 15 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის საქართველოდან გაიგზავნა 13 წლის ლანა მენთეშაშვილის წერილი. საკონკურსო თემა გახლდათ - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?”.   

კონკურსის გამარჯვებულები „მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU“-მ გამოავლინა, პირველი ადგილის და ოქროს მედალის მფლობელი გახდა 13 წლის სარა ფჰოკა კვიპროსიდან, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მიიღო 10 წლის ხოსე დუარტემ პორტუგალიიდან, ხოლო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა 11 წლის ზი ბაჩ დიჯონგ ნგუიანს ვიეტნამიდან.
„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.
„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU“-ს ტოკიოს კონგრესზე 1971 წელს და მას მერე სისტემატურად იმართება.