სიახლეები

საქართველოს ფოსტამ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გამართა

29 ნოემბერი

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის B2B შეხვედრების ფორმატის ფარგლებშისაქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტაშიშეხვედრა გაიმართა ელექტრონული კომერციის განვითარების თემაზესაქართველოს ფოსტამ მიიღო მნიშვნელოვანი რეკომენდაციები თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და საფოსტო - საბაჟო პროდუქტების დახარისხება - გამტარიანობის გამარტივების და ელექტრონული კომერციის პროდუქტიულისწრაფი და სწორი განვითარებისათვისსტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრი და გზავნილთა დახარისხების ცენტრი.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, "მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის" ვაჭრობის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელი ანა ინოჰოსა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მაკა ხვედელიძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილეები გრიგოლ მატუაშვილი და ვლადიმერ ხუნდაძე.

მოხიბლული ვარ საქართველოს ფოსტის თანამედროვე სერვის ცენტრითაქ შესანიშნავი გარემოასაამაყოარომ კომპანია ძალიან მაღალი სტანდარტებით მუშაობსდანერგილია თანამედროვე პროგრამებირაც მომსახურებას სწრაფს და მოქნილს ხდის მომხმარებლისთვის.  კომპანიას ასევე სრულად აქვს გამართული გზავნილების მიღება - დახარისხების პროცესი. ელექტრონული კომერციის დანერგვა მოითხოვს მიმდინარე რესურსების ზრდასრათა საქართველოს ფოსტამ შეძლოს მეტი რაოდენობის საერთაშორისო გზავნილების გატარება“. - აღნიშნა ანა ინოჰოსამ

ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა შედგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებშიჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისაქართველოს ფოსტას საკმაოდ დიდი გეგმები აქვს ელექტრონული კომერციის მიმართულებით და სულ მალე მომხარებელს ახალ პროდუქტსაც წარუდგენთჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან“, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან.“ - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.