კენია
მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით, ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
იაპონური წარმოების საპარსი ფუნჯები; სპირტიანი სასმელები (ჯინის, ღვიის არყის, შნაპსის და ლიქიორის გარდა), თუ ისინი დადუღებულნი არიან არა უმეტეს სამი წლისა; შედედებული რძე, არა უმეტეს 9% ცხიმის შემადგენლობით, ცოცხალი ცხოველები, ფუტკრის, წურბელების, აბრეშუმის ჭიის, მწერების გამოკლებით; ასანთი; ყალბი ფული; რადიოაქტიური ნივთიერებები; სათამაშო პისტოლეტები; მანათობელი ციფერბლატები; დაუმუშავებელი ცელულოიდი; ნარკოტიკები; ყალბი მარკები; იარაღი და საბრძოლო მასალები; ხრწნადი ბიოლოგიური ნივთიერებები; გერბები; ლატარიის ბილეთები; უხამსი ხასიათის საგნები; სამხრეთ აფრიკაში, პორტუგალიაში და სომალიში გამოშვებული საქონელი; ნახმარი ტანსაცმელი; ნიშანსაღები მანქანის ყალბი ანაბეჭდები; ჭუჭყიანი პროდუქტები მოსახლეობის მოხმარებისათვის; ყალბი მონეტები, საბანკო ბილეთები, ვალუტა, სამგზავრო ჩეკები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სამოქალაქო ან სამხედრო ფორმა და ნებისმიერი ტანსაცმელი, რომელიც, საბაჟო სამსახურის მუშაკის თვალსაზრისით, წააგავს სახელმწიფო მოსამსახურის ფორმას - კენიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ადრესატისათვის გაცემული ნებართვით; ოპიუმი, მორფი, კოკაინი, გაგზავნილი სამეცნიერო და სამედიცინო მიზნით - სამედიცინო სამსახურის დირექტორის ნებართვის არსებობის შემთხვევაში; მატყლის ლოგინი (ქვეშაგები) და სხვა ანალოგიური საგნები - დეზინფექციის მოწმობის არსებობის შემთხვევაში; პარაზიტები, მავნებლების გამანადგურებელი ნივთიერებები სპეციალური შეფუთვით - ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლით; ხრწნადი ბიოლოგიური ნივთიერებები - მხოლოდ სპეციალური შეფუთვით; ლითონის ზოდები, მონეტები რომელთა ღირებულება არ აღემატება 100 შილინგს; საბანკო ბილეთები გადაიგზავნება ფასგამოცხადებული წერილებით; მცენარეები, თესლი, ხილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ფილმები - შეიძლება გადაიგზავნოს მხოლოდ ლითონის ყუთებით, აღნიშვნით "ფილმი"; ძვირფასი ლითონები, პუბლიკაციები სექსუალურ თემაზე - საბაჟო კომისარიატის ნებართვის არსებობის შემთხვევაში; მარკირების მანქანები - ფოსტის გენერალური დირექტორის წერილობითი ნებართვის ასებობისას; ხაფანგები ნადირისათვის - ნადირობის სამსახურის ნებართვის არსებობისას; საგნები სკაუტების სიმბოლოებით - სკაუტების ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით.