გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
ü საფოსტო ბარათი - მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü წერილი - მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü მცირე პაკეტი - მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
ü M ტომარა - მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალურისიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 1000 SDR**;
შესაძლებელია თუ არა წერილობითი კორესპონდენციის საძიებო სისტემით სარგებლობა -დიახ;
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები თუ გზავნილის შიგთავსია საქონელი:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 300 RSD/$3.6;
üგზავნილის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას - B2C და B2B - 5.772,9 RSD / 50 EUR; C2C - 8.082 RSD / 70 EUR *აღნიშნული გადასახადები ვრცელდება მხოლოდ ნიმუშებზე,საჩუქრებსა და საქონელზე;
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს წერილობით კორესპონდენციას დანიშნულების ქვეყანაში შესვლისას - 3 ცალი;
ენა, რომელზეც შესაძლებელია შედგეს საბაჟო დეკლარაცია - სერბული, ინგლისური, ფრანგული;
ჩაბარების საფასური იმ წერილობითი კორესპონდეციისათვის, რომელიც აღემატება 500 გრამს -
ჩაუბარებელი წერილობითი კორესპონდენციის შენახვის ვადა: 30 დღე;
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი კურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
***გასაგზავნ წერილობით კორესპონდენციაზე საბაჟო დეკლარაციის დართვა მოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზავნილში მოთავსებულია საქონელი.
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 1000 SDR**;
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 3 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ფრანგული, ინგლისური, სერბული;
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 300 RSD/$3.6;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას - B2C და B2B - 5.772,9 RSD / 50 EUR; C2C - 8.082 RSD / 70 EUR *აღნიშნული გადასახადები ვრცელდება მხოლოდ ნიმუშებზე, საჩუქრებსა და საქონელზე;
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - დიახ;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 15 დღე;
üმაქსიმალური -
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითიკურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
ტერმინთა განმარტებები
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება სერბეთის ოფიციალურ წყაროს
შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სახის იარაღი (სანადიროს გარდა), მათი ნაწილები და მათი საბრძოლო მასალები; ხელოვნური ღვინისა და არაყის დასამზადებელი ესენციები; აბორტისათვის გამოსაყენებელი საშუალებები; სხვა ქვეყნების სამხედრო ფორმის ტანსაცმელი; პაპიროსის ქაღალდი; საზღვარგარეთული ლატარეა და მისი მოწყობილობები; ჟეტონები, რომლებიც გვანან სახელმწიფო ვალუტას; ქვეყანაში აკრძალული პუბლიკაციები; საფოსტო მტრედები; ფეთქებადი ნივთიერებები; იუგოსლავიის ეროვნული ფული (საბანკო ბილეთები დინარებში); თუთიყუშები; ცხოველები; შინაური ფრინველები, ღვინის შესადედებელი, ტკბილი; კოვზები, სასტვენები და სხვა ნივთები რომლებიც შეიცავენ 10%-ზე მეტ ტყვიას; რადიოაქტიური ნივთიერებები.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
უკაბელო სატელეფონო და სატელეგრაფო აპარატურა, მედიკამენტები და მათი ნიმუშები - რეცეპტის არსებობის შემთხვევაში, მცენარეთა თესლი, ხილი, ვეტერინარული ვაქცინები, აბრეშუმის ჭიის კვერცხი, ვენახი, ნერგები, მეღვინეობის პრეპარატები, ხეხილისა და ვენახის დაავადებათა საწინააღმდეგო ნივთიერებები - იუგოსლავიის კომპეტენტური ხელისუფლები ნებართვით; ნარკოტიკები - იუგოსლავიის ხელისუფლების წინასწარი ნებართვის საფუძველზე ავტორიტეტული ინსტიტუტების მისამართით; გეოგრაფიული გეგმების ლითოგრაფიული ასლები (1:25000 მასშტაბის გარდა), 15 %-ზე მეტი კონცენტრაციის ძმრის მჟავა, შხამი, ოპიუმი, მცენარეები, ხილი - მცენარეთა დაცვის კომპეტენტური ორგანოს სპეციალური სერტიფიკატით; სხვადასხვა ბაქტერიები; ცხიველური წარმოშობის პროდუქტები - კომპეტენტური ხელისუფლების ნებართვით; ძაღლები, კატები - მთავარი ვეტერინარის მიერ ვიზირებული წარმოშობის შესახებ სერტიფიკატით; გარეული და შინაური ფრინველი წარმოშობისა და ჯანმრთელობის შესახებ სერტიფიკატით; ცელულოიდი და ფილმები - სპეციალური შეფუთვით; იარაღი და საბრძოლო მასალები - კომპეტენტური ხელისუფლების ნებართვით.
შენიშვნა: (ცირკულარული წერილი #15-13/921 21.08.06) მსოფლიო საფოსტო კავშირის საერთაშორისო ბიურო 07.08.06 წლის #284 და #285 ცირკულარული წერილებით გვაცნობებს, რომ ერთიანი ქვეყანა სერბია და ჩერნოგორია ამიერიდან წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ ქვეყანას - სერბიის რესპუბლიკას და ჩერნოგორიის რესპუბლიკას და ორივე ქვეყანა არის მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გევალებათ, სერბიის და ჩერნოგორიის რესპუბლიკების მისამართით საფოსტო გზავნილებათა მიღებისას იხელმძღვანელოთ ერთიანი სახელმწიფოს სერბიასა და ჩერნოგორიასთვის დღემდე მოქმედი ტარიფებით (სატარიფო ზონები და გადაგზავნის საფასური ორივე ქვეყნისათვის იქნება ერთნაირი). დამატებითი ცვლილებები გამოგეგზავნებათ.