განცხადება გზავნილის შენახვის ვადის გაზრდაზე / შემცირებაზე

საფოსტო გზავნილის შენახვის ვადის გაზრდა

შპს „საქართველოს ფოსტა“ გზავნილის გამგზავნს/ადრესატს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე გაახანგძლივოს გზავნილის შენახვის ვადა, არაუმეტეს გზავნილის შპს „საქართველოს ფოსტაში“ მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადით.

აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.

 

 

 

 

ჩაუბარებელი გზავნილის გამგზავნისთვის ვადაზე ადრე დაბრუნება

გზავნილი, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს სხვადასხვა მიზეზის გამო,  გარკვეული ვადით ინახება შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტში. შენახვის ვადის ამოწურვამდე, თუ ადრესატი არ გამოცხადდა სერვისცენტრში გზავნილის მისაღებად, გზავნილი უბრუნდება გამგზავნს. გამგზავნს უფლება აქვს შენახვის ვადის ამოწურვამდე მოითხოვოს გზავნილის უკან დაბრუნება, ყოველგვარი დამატებითი  საფასურის გადახდის გარეშე.

აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.

შენიშვნა: შენახვის ვადა განსხვავდება გზავნილის გატეგორიის მიხედვით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით შპს „საქართველოს ფოსტის“ ქოლ ცენტს  ნომერზე: +(995 32) 224 09 09  ან მოგვწერეთ შეკითხვა შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge