User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 23. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა

23.1. დამატებითი სერვისი - „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“-ს არჩევის უფლება აქვს გამგზავნს,  საერთაშორისო გამავალი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის შემთხვევაში.

 

23.2.„ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე უარი თქვას „საქართველოს ფოსტა“-სთვის გადმოცემული წერილობითი კორესპონდენციის შემდგომ გაგზავნაზე, მისი „საქართველოს ფოსტა“-სთვის გადაცემის დღის 17.00 საათამდე.