სიახლეები

საქართველოს ფოსტის განცხადება

23 დეკემბერი 2016

წინასაშობაო და საახალწლო პერიოდში მომატებულმა საერთაშორისო საფოსტო გზავნილების რაოდენობამ გამოიწვია ავიაკომპანიების ტვირთბრუნვის გაზრდა, რის გამოც ავიაკომპანიების მხრიდან, საფოსტო ადმინისტრაციებისათვის  გზავნილების მიწოდება გვიანდება. 

 

ავია კომპანია Lufthansa-მ გზავნილების დიდი რაოდენობის გამო, ემბარგო დააწესა გზავნილების ტრანსპორტირებაზე შემდეგი მიმართულებით: ნიუ იორკი, ნიუ არკი, პეკინი, სეული. საქართველოს ფოსტა აღნიშნული ქალაქების მიმართულებით, ფორს - მაჟორულ რეჟიმში, ალტერნატიული გზით განახორციელებს გზავნილების გაგზავნას. 


ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ფოსტა ბოდიშს უხდის მომხმარებელს, წინასაშობაო და საახალწლო პერიოდში, საერთაშორისო გზავნილების ადრესატისათვის  ჩაბარების სტანდარტული ვადების შესაძლო დარღვევის გამო.

 

გმადლობ, რომ გაგებით ეკიდებით არსებულ გარემოებას.