სიახლეები

საქართველოს ფოსტის განცხადება

28 დეკემბერი 2020

 

ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებში, „საქართველოს ფოსტა“ როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად სთავაზობდა და სთავაზობს საფოსტო/საკურიერო მომსახურებას.

 

 
საქართველოს ფოსტა აცნობებს მომხმარებელს, რომ ყველა საერთაშორისო (შემომავალ) გზავნილს, რომელსაც 28 დეკემბრის თარიღით უწევდა დაბრუნება გამომგზავნ ქვეყანაში, ასევე, ყველა ის საერთაშორისო გზავნილი (მათ შორის სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილი), რომელიც სერვისცენტრში შემოვა 15.01.21-ის ჩათვლით, გაუხანგრძლივდება სერვისცენტრში შენახვის ვადა 12.02.21-მდე.  
„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს მოუწოდებს, საფოსტო სერვისების მისაღებად ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის მომსახურებით.აღნიშნული მომსახურება საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში.
 

 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „საქართველოს ფოსტის“ ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლ ცენტრის მეშვეობით  (32) 2 24 09 09.