სიახლეები

საქართველოს ფოსტა რიგით მეშვიდე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს” აცხადებს

2 მარტი

 

 

საქართველოს ფოსტა აცხადებსწერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება საქართველოში. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „მიწერე წერილი უფროს ადამიანს, იმ სამყაროს შესახებ რომელშიც ვცხოვრობთ“.  კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომელიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით. მათან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნებამსოფლიო საფოსტო კავშირშიდა ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.

 

საკონკურსო პირობები

2020  წლის  წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის თემაა: ”Write a message to an adult about the world we live in / მიწერე წერილი უფროს ადამიანს იმ სამყაროს შესახებ როელშიც ვცხოვრბთ ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

·         წერილი უნდა იწყებოდეს მისალმებით;

·         მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები;

·         წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი;

·         წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;

·         კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული;

·         სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს.

 

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, არაბულ ან ესპანურ ენაზე. კონკურსის სავალდებულო პირობებში მითითებული ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება!

აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ხელნაწერი ნაშრომი ასევე მისი ელექტრონული ვერსია, ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაციის (სახელიგვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამართზე: letter@gpost.ge

მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდება თქვენი კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია. (ელექტრონული ვერსიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოთ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა).

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 4 აპრილი, 14:00 საათი.   

შემდეგ მისამართზე:

შპსსაქართველოს ფოსტა

.თბილისი, სადგურის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2966009
ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge ან ნებისმიერ საფოსტო სერვისცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

* აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა :

საერთშორისო წერილის წერის კონკურსი” 2020. (სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარის, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან  მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა კატეგორიულად იკრძალება და ამ შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს ყოველგვარი განხილვის გარეშე).

** კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მომსახურება უფასოა.

*** ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).

**** აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრები ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

***** საკონკურსო ნამუშევრის საფოსტო სერვისცენტრში შესვლის ბოლო თარიღია 2020 წლის  4 აპრილი, 14:00 საათი, ამ ვადის გასვლის შემდეგ სერვისცენტრები შეწყვეტენ აპლიკაციების მიღებას.

****** ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს, ყველა ნაშრომი, რომელშიც სიტყვათა რაოდენობა გადაამეტებს მითითებულ რაოდენობას ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

******* საკონკურსო ნაშრომის შინაარსი, რომელიც  კონკურსით განსაზღვრულ თემატიკასთან მოდის შეუსაბამობაში ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

******** კონკურსის პირობიდან გამომდინარე ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ. კონკურსის ვადის გასვლის შემდეგ ნაშრომი არ მიიღება!