სიახლეები

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს საქართველოს ფოსტის განცხადება

29 მარტი

მოგახსენებთ, რომ შპსსაქართველოს ლატარიის კომპანიასდა შპსსაქართველოს ფოსტასშორის სახელშეკრულებო დავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობდა ქირავნობის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპსსაქართველოს ფოსტასდაეკისრა შპსსაქართველოს ლატარიის კომპანიისსასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების 661 728 ლარის გადახდა.

სასამართლო დავა, საბოლოოდ დასრულდა მხარეთა მორიგებით, რაზეც არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება. სასამართლოს მიერ მორიგება დამტკიცდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მორიგების შინაარსი ასახავს მისი ყველა მხარის ინტერსებს. მორიგება გულისხმობს მოსარჩელე მხარისთვის სადაო თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემას. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპსსაქართველოს ფოსტის“ 100% წილის და შპსსაქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო.