სიახლეები

საქართველოს ფოსტა „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ აცხადებს

21 თებერვალი

 

აქართველოს ფოსტა წელს წერილის წერის საეთაშორისო კონკურსსმეექვსედ ჩაატარებს. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“ . კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. წერილის წერის საეთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

 

საკონკურსო პირობები

ნამუშევარში  აუცილებელია  წერილის ფორმის დაცვა.

სავალდებულოა:

1.      ნამუშევარი უნდა იწყებოდეს მისალმებით;

2.      მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის ასევე  მიმღების (ადრესატის)

მონაცემები ;

3.     წერილის ბოლოს აუცილებელია გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი;

4.     ნამუშევრის შინაარსი  სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;

5.   კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებულიგამოქვეყნებული   ან ტირაჟირებული.

6.      ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს.

7.      კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 15 წლამდე ასაკის მოზარდებს.

 

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს  ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე.

კონკურსის სავალდებულო პირობებში მითითებული ნებისმიერი  პირობის დარღვევის შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება !

აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც ხელნაწერი ნაშრომი  ასევე მისი ელექტრონული ვერსია, ნაშრომის ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონატქტო ინფორმაციის (სახელი,გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამრთზე: letter@gpost.ge არაუგვიანეს 2019 წლის 29 მარტის 18:00 საათისა.

მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდება თქვენი კონკურსის  მონაწილედ რეგისტრაცია. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, ელექტრონული ვერსიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვისცენტრში უნდა    წარმოადგინოთ  ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად  მოიხსნება კონკურსიდან.

(მაგ: კონკურსის პირობით ნაშრომის ელექტრონული ვერსიის მოწოდების ანუ რეგისტრაციის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 29 მარტის 18:00, შესაბამისად საქართველოს ფოსტის სერვისცენტრში ნაშრომის წარდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 4 აპრილის, 17:00)

ნაშრომის  „საქართველოს ფოსტა“-ში   წარდგენის  საბოლოო  ვადაა  2019  წლის   4 აპრილი   17:00 საათი.   

შემდეგ მისამართზე:

 

შპსსაქართველოს ფოსტა

 

.თბილისი, ვაგზლის მოედანი 2

 

0100 თბილისი, საქართველო

 

ტელ: +995 32 2966009

 

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge

 ან ნებისმიერი საფოსტო სერვისცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

* აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა :

საერთშორისო წერილის წერის კონკურსი” 2019. (სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარის, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან  მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა კატეგორიულად იკრძალება და ამ შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს ყოველგვარი განხილვის გარეშე )

** კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მომსახურება უფასოა

*** ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).

**** აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრები ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს

***** საკონკურსო ნამუშევრის საფოსტო სერვისცენტრში შესვლის საბოლოო თარიღია 2019 წლის 4 აპრილი, 17:00 საათი, ამ ვადის გასვლის შემდეგ სერვისცენტრები შეწყვეტენ აპლიკაციების მიღებას.

****** ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს, ყველა ნაშრომირომელშიც სიტყვათა რაოდენობა გადაამეტებს მითითებულ რაოდენობას  ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

******* საკონკურსო  ნაშრომი   შინაარსი, რომელიც  კონკურსით განსაზღვრულ თემატიკასთან  მოდის შეუსაბამობაში ავტომატურად გამოეთიშება კონკურს.

******** კონკურსის პირობიდან გამომდინარე ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.

კონკურსის ვადის გასვლის შემდეგ ნაშრომი არ მიიღება!

გავხადოთ ურთიერთობა ხელშესახები - საქართველოს ფოსტა!