სიახლეები

საერთაშორისო და ადგილობრივი გზავნილების გადამისამართების სერვისი

23 იანვარი

2019 წლის 1 თებერვლიდან, შპს “საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო და ადგილობრივი გზავნილების გადამისამართების სერვისს.

გადამისამართება  გულისხმობს, გზავნილის გამგზავნის ან ადრესატის მონაცემების, კერძოდ:  სახელის, გვარის, დასახელების (იურ. პირის შემთხვევაში), მისამართის ცვლილებას.

 

მომხმარებელს  გადამისამართების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ შემდეგი სახის გზავნილების მიმართ:

·     საერთაშორისო (გამავალი) გზავნილები:

o  საერთაშორისო რეგისტრირებული და დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია, საჰაერო ამანათი (მათ შორის დაზღვეული) და EMS გზავნილი;

·     საერთაშორისო (შემომავალი) გზავნილები:

o  საერთაშორისო შემომავალი მარტივი და Tracked/Express კატეგორიის გზავნილები;

o  საერთაშორისო შემომავალი - რეგისტირირებული და დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია;

o  საერთაშორისო შემომავალი საჰაერო ამანათი;

o  EMS გზავნილი.

·      ადგილობრივი რეგისტრირებული და დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია და ამანათი;

 

 

საერთაშორისო (გამავალი) გზავნილების გადამისამართება სრულდება უფასოდ, ხოლო  საერთაშორისო (შემომავალი) და ადგილობრივი გზავნილების გადამისამართება ხორციელდება კომპანიის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.

სერვისის ღირებულება განისაზღვრება გადამისამართების სერვისის ტიპის მიხედვით და ის შეადგენს:

Ø  მისამართის ცვლილება  (სტანდარტული) - 3 ლარი;

Ø  ადრესატის სახელსა და გვარში/სახელწოდებაში ცვლილება (სტანდარტული)- 1 ლარი;

აღნიშნული სერვისი გულისხმობს სახელსა და გვარში (ორივეში ერთად)  5  სიმბოლოს, ან სახელსა და გვარში/სახელწოდებაში ცალ ცალკე  3 სიმბოლოს შეცვლის შესაძლებლობას ისე, რომ  ამით არ შეიცვალოს ადრესატის სქესი.

Ø  არასტანდარტული გადამისამართება - 4 ლარი.

აღნიშნული სერვისი გულისხმობს შემთხვევას, როდესაც მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია იმაზე მეტი მონაცემების შეცვლა, ვიდრე ეს სტანდარტული გადამისამართების პირობითაა  გათვალისწინებული.

 

 

გადამისამართების სერვისის მოთხოვნით მომხმარებელს შეუძლია მიმართოს შპს “საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრს ან ქოლცენტრს- ტელეფონის ნომერზე +995 32 224 09 09.