Georgian Post: სიახლეები - წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი

სიახლეები

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი

21 მაისი

წელს საქართველოში რიგით მეხუთე საიუბილეოწერილის წერის საერთაშორისო კონკურსიგაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 300-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 9 საუკეთესო ნაშრომი: გრან პრი - ლანა მენთეშაშვილი, I ადგილი - სალომე ამყოლაძე, II ადგილი - მარიამ მაჩაიძე და ნინო გოგსაძე, III ადგილი - ნიკა ოთარაშვილი და მარიამ გიორგაძე, საქართველოს ფოსტის რჩეული - ანდრია კიკონიშვილი,  გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული - ნინო გობაძე და კონკურსის ჟიურის რჩეული - ანა გოგია.

მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?”.  „მსოფლიო საფოსტო კავშირშიგაიგზავნება კონკურსის გრან პრის გამარჯვებული 12 წლის ლანა მენთეშაშვილის წერილიგამარჯობა მსოფლიო!“  და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაშიაღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილის მიერ მეტად საინტერესო თემები იქნა წარმოდგენილი.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსსსაფუძველი ჩაეყარამსოფლიო საფოსტო კავშირისტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.