Georgian Post: სიახლეები - წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი

სიახლეები

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი

2 თებერვალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტა აცხადებსწერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება საქართველოში. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?”

 

კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათდან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება მსოფლიო საფოსტო კავშირში და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.

 

წერილის წერის საეთაშორისო კონკურსსსაფუძველი ჩაეყარა მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

 

 

საკონკურსო პირობები

 

2018 წლის  წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის თემაა:

 

"Imagine you are a letter travelling through time. What message do you wish to convey to your readers?"

 

„წარმოიდგინე,  რომ ხარ წერილი,  რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?“

 

ნამუშევარში აუცილებელია  წერილის ფორმის დაცვა.

 

სავალდებულოა:

 

 

1.      ნამუშევარი უნდა იწყებოდეს მისალმებით;

2.      მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის ასევე  მიმღების (ადრესატის)

მონაცემები ;

3.      წერილის ბოლოს აუცილებელია გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი;

4.      ნამუშევრის შინაარსი  სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;

5.      კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული,  გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული.

6.      ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს.

7.      კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს

 

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს  ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. 

 

კონკურსის სავალდებულო პირობებში მითითებული ნებისმიერი  პირობის დარღვევის შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება !

 

აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ხელნაწერი ნაშრომი  ასევე მისი ელექტრონული ვერსია, ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონატქტო ინფორმაციის (სახელი,გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამრთზე: letter@gpost.ge

მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდება თქვენი კონკურსის  მონაწილედ რეგისტრაცია. (ელექტრონული ვერსიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა  უნდა  წარმოადგინოთ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება  კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა).

ნაშრომის  „საქართველოს ფოსტა“-ში   წარდგენის  საბოლოო  ვადაა  2018  წლის   16 მარტი   18:00 საათი  .    

შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს ფოსტა“

ქ.თბილისი, ვაგზლის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2966009

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge  

 

ან ნებისმიერი საფოსტო სერვისცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

* აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა :

“საერთშორისო წერილის წერის კონკურსი” 2018. (სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარის, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან  მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა კატეგორიულად იკრძალება და ამ შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს ყოველგვარი განხილვის გარეშე )

** კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მომსახურება უფასოა

*** ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).

**** აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრები ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს

***** საკონკურსო ნამუშევრის საფოსტო სერვისცენტრში შესვლის საბოლოო თარიღია 2018 წლის  16 მარტი, 17:00 საათი, ამ ვადის გასვლის შემდეგ სერვისცენტრები შეწყვეტენ აპლიკაციების მიღებას.

****** ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს, ყველა ნაშრომი,  რომელშიც სიტყვათა რაოდენობა გადაამეტებს მითითებულ რაოდენობას  ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

******* საკონკურსო  ნაშრომი   შინაარსი, რომელიც  კონკურსით განსაზღვრულ თემატიკასთან  მოდის შეუსაბამობაში ავტომატურად გამოეთიშება კონკურს.

******** კონკურსის პირობიდან გამომდინარე ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.

 

კონკურსის ვადის გასვლის შემდეგ ნაშრომი არ მიიღება !