სიახლეები

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კონკურსს საფოსტო მარკების ესკიზების საუკეთესო პროექტებზე

18 იანვარი

 

კონკურსის მიზანი: საქართველოს საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციის ამაღლების ხელშეწყობა

 

კონკურსის ვადები: 2018 წლის 18 იანვრიდან - 2018 წლის 9 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

 

კონკურსი ცხადდება საფოსტო მარკების ესკიზების პროექტებზე შემდეგი თემატიკის მიხედვით:

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

 

1.  საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცული ძველი ქართული ფულის მონეტები (ზომები: მცირე ფურცელი – 90X130 მმ ; მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ )

2.  ქართული ვაზი და ღვინო  -  მარკების სერია (მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)

3. საქართველო - ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი (2015-ში იყო „ნიადაგების საერთაშორისო წელი“, ხოლო 2015-2024 გამოცხადებულია „ნიადაგების საერთაშორისო დეკადად (მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)

 

 

აქტუალური თემატიკა

 

1. ევროპა 2018 ხიდები თამარ მეფის ხიდი (რკონის ხეობა, კასპის -ნი), თამარ მეფის ხიდი (მახუნცეთი, ქედის -ნი), თამარ მეფის ხიდი (აფხაზეთი, ბესლეთი), მშვიდობის ხიდი - თბილისი. (ზომები: მცირე ფურცელი – 90X130 მმ; მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)

2. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავი. (ზომები: მცირე ფურცელი – 90X130 მმ; მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)

3.  ანბანით მოთხრობილი საქართველო“ – Georgia Made by Letters (ზომები: მცირე ფურცელი – 90X130 მმ ; მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ)

 

 

გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები

 

1მარკების სერია - საქართველოს ღვაწლმოსილი პიროვნებებიპეტრე მელიქიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, გალაკტიონ ტაბიძე, დიმიტრი უზნაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ლადო გუდიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, უშანგი ჩხეიძე;

(ზომები: მარკა – 38X48მმ ან 50X50მმ )

 

თავისუფალი თემა:

 

 1. აღდგომა;

 2. გილოცავთ შობა-ახალ წელს;

 

 

კონკურსის პირობები:

 

* კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკიც აღემატება 16 წელს;

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს;

 

* კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ამ კონკურსისათვის შექმნილი საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები, რომლებსაც არცერთ კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა და არსად გამოქვეყნებულა;

 

*კონკურსში მონაწილეს ზემოაღნიშნული თემატიკიდან შეუძლია მისი სურვილით წარმოადგინოს საფოსტო მარკის ესკიზების პროექტები ერთ, რამოდენიმე ან ყველა თემაზე და უკვე შერჩეული თემიდან მარკების ესკიზების პროექტის ერთი ან რამდენიმე ვარიანტი;

 

  

კონკურსში  წარმოდგენილი  საფოსტო  მარკების  ესკიზების  პროექტები  უნდა  აკმაყოფილებდნენ  შემდეგ მოთხოვნებს:

 

სრულად შეესაბამებოდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

 

საფოსტო მარკის დასახელება სრულად უნდა შეესაბამებოდეს მასზე განთავსებულ გრაფიკულ გამოსახულებას;

 

• მცირე ფურცელში განთავსებული საფოსტო მარკების ესკიზებზე და მათ გარშემო ფურცლის სივრცეზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულება და წარწერები ურთიერთკავშირში უნდა იყოს და უნდა შეესაბამებოდეს საფოსტო მარკის დასახელებას.

 

მარკის ერთი გვერდის მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 50 მმ-ს;

 

• მცირე ფურცელის ერთი  გვერდის ზომა არ უნდა აღემატებოდეს  150 მმ-ს;

 

  

საფოსტო მარკების და მცირე ფურცლების ესკიზების პროექტზე დატანილი უნდა იქნეს შემდეგი წარწერები: საქართველო, GEORGIA;  (პირობითად 0.50 ₾); ესკიზებზე ასახული გამოსახულების დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, საიუბილეო თარიღი, გამოცემის წელი;

 

საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ნატურალურ ზომებში, ფერადი პრინტერით ქაღალდზე ნაბეჭდი ან ფოტო სურათის სახითუნდა ახლდეს მათი ელექტრონული ვერსია.

 

საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზები შესრულებული უნდა იქნეს ფერად გამოსახულებაში. დასაშვებია გრაფიკულ, ფერწერულ, კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები და ფოტოკოლაჟი;

 

გამოსახულების ფერთა რასრული ელემენტები უნდა იყოს CMYK მოდელით წარმოდგენილი;

 

ესკიზები შეიძლება შექმნილი იქნას ნებისმიერ გრაფიკულ რედაქტორში, მაგრამ დამახსოვრებული tif ფორმატში;

 

ესკიზის ყველა ელემენტი შესრულებული უნდა იქნას ცალკე ფენად, დაუშვებელია ამ ფენების მიწებება”, დასაშვებია ფენების ერთმანეთზე დადება /შერწყმა;

 

ესკიზების გაფართოვება უნდა ხდებოდეს არანაკლებ 600 dpi-მდე .

 

• კონკურსში გამარჯვებულთათვის თითოეული სახის ესკიზის პროექტისათვის დაწესებულია ერთი - პირველი პრემია (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) მცირე ფურცლისთვის ერთი საფოსტო მარკით - 500 ლარის ოდენობით. პრემიების თანხა არ იყოფა და იბეგრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

კონკურსი ტარდება ერთ ტურად საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები ავტორებს არ უბრუნდებათ. კონკურსში გამარჯვებული საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაში რჩება .

 

 

 

საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზების პროექტების წარმოდგენის წესი და კონკურსის შედეგების შეჯამება: 

 

 

საკონკურსო მასალები წარმოდგენილი უნდა იქნეს კონკურსანტის მიერ შერჩეული ფსევდონიმით, ორი დალუქული პატარა და დიდი პაკეტით დიდ პაკეტში მოთავსებული უნდა იქნას საკონკურსო მასალები (ესკიზების პროექტები, ესკიზების პროექტების ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე, კონკურსანტის მიერ შედგენილი საკონკურსოდ წარმოდგენილი ესკიზების პროექტების ნუსხა მათი სრული დასახელებით). პატარა პაკეტში თავსდება კონკურსანტის პირადი მონაცემები (გვარი, სახელისაცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომრები, პირადობის მოწმობის ნომერი);

 

პაკეტების გარეკანზე აღნიშნული უნდა იქნას კონკურსანტის ფსევდონიმი.იგივე ფსევდონიმი უნდა იქნას დატანილი ფურცლებზე, რომლებზეც მოთავსებული იქნება ესკიზების პროექტები და ესკიზების პროექტების ელექტრონულ ვერსიაზე; 

 

 

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლენილნი იქნებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რაზედაც შედგენილი იქნება საოქმო გადაწყვეტილება.

 

კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტზე ფულადი ჯილდო გაცემული იქნება მას მერე, რაც კონკურსანტის მიერ მარკის ესკიზის პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით მიეცემა მარკის ესკიზის დასრულებული სახე და იგი დადგენილი წესით დამტკიცებული იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ.

 

 

 

კონსულტაციებისათვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე  stamps@gpost.ge

 

ან ცხელ ხაზზე:  (32)2 24 09 09

 

 

 

შპსსაქართველოს ფოსტა ”-

 

ადმინისტრაცია