სიახლეები

მსოფლიო საფოსტო კავშირმა 2017 წლის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა

13 დეკემბერი 2017

 მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU- მიერ გამოცხადებულ, 2017 წლისწერილის წერის საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსისგამარჯვებულები გამოვლინდა და გამოცხადდა 2018 წლის საკონკურსო თემა - „წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რას გადასცემდით თქვენს მკითხველს?“. კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

საქართველოს ფოსტა უკვე მეოთხე წელია შეუერთდა "წერილის წერის საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურს". 2017 წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „წარმოიდგინე, რომ ხარ გაეროს ნერალური მდივნის მრჩეველიპირველ რიგში მსოფლიოში არსებული რომელი პრობლემის დაძლევაში გაუწევდი მას დახმარებას და რას ურჩევდი ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით?“.

2017 წელს საქართველოს მასშტაბით კონკურსში 500-მდე, 15 წლამდე ასაკის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, კონკურსის გამარჯვებული 14 წლის ანა გოგია გახდა და მისი წერილი "მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-" ცენტრალურ ოფისში, ქალაქ ბერნში გაიგზავნა. 2017 წლის "წერილის წერის საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურსში" მსოფლიოს 49 ქვეყნის, 1,2 მილონმა 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილი და ოქროს მედალი გადაეცა 14 წლის ევა ჯორდანო პალაიოს, ტოგოდან; მეორე ადგილის და ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა 13 წლის შაკილა რაჰმადინინა, ინდონეზიიდან; ხოლო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მიიღო 15 წლის ამელ კატაკორა ებალოსმა, პერუდან.

 

საქართველოს ფოსტა 2018 წელსაც მისცემ საშუალებას ქართველ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU- მიერ გამოცხადებულ "წერილის წერის საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურსში".