სიახლეები

საქართველოს ფოსტის რიგით მეოთხე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი

20 მაისი

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში საპრიზო ადგილზე გასული 3 მონაწილის  ვინაობა უკვე ცნობილია.

მსოფლიო საფოსტო კავშირის ოფისში ქალაქ  ბერნში  საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ წერილებს შორის  წელს საქართველოდან 14  წლის  ანა გოგიას წერილი  მოხვდება.

მანამდე კი საქართველოს მასშტაბით  2017  წლის  კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების  დაჯილდოება თბილისში  20  მაისს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და  ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.

„წარმოიდგინე, რომ  ხარ გაეროს ახალი  გენერალური  მდივნის  მრჩეველი;  პირველ  რიგში  მსოფლიოში  არსებული  რომელი  პრობლემის  დაძლევაში  გაუწევდი  მას  დახმარებას  და  რას ურჩევდი  ამ  პრობლემის  გადაჭრასთან  დაკავშირებით?

- ამ სათაურით 500 - მდე წერილი დაიწერა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს ფოსტა წელს უკვე  მეოთხე წელია  ატარებს საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ ორგანიზებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს. ეროვნულ დონეზე კონკურსის  ჩატარების  უფლება მხოლოდ ქვეყნის  დანიშნულ საფოსტო ოპერატორს  აქვს,  განათლების სამინისტროსა და მედიის ხელშეწყობით.

კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება  და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში. აგრეთვე,  თანამედროვე ტექნოლოგიების  პირობებში  წერილობითი ურთიერთობის ფორმის შენარჩუნება,  იმისთვის რომ   გავხადოთ ურთერთობა  ხელშესახები.

52 ქვეყანას შორის  ყველაზე ორიგინალურ წერილის ავტორს 9 ოქტომბერს ფოსტის საერთაშორისო დღეს მსოფლიო საფოსტო კავშირის ოფისში ქალაქ ბერნში გამოავლენენ.