კუბა

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 10 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: არა
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი0
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 10 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 3
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება კუბის ოფიციალურ წყაროს
 
 
 
შესატანად აკრძალული საგნები:
საფოსტო მარკები - გარდა კომერციულ ფილატელისტურ საწარმოზე  და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს ორგანიზაციაზე,  კავშირგაბმულობის სამინისტროს მარკებისა და ფილატელიის დეპარტამენტზე დამისამართებული საგოსტო მარკებისა (მათ შორის გამოყენებულის), და ფილატელური მასალები; ვალუტა; ლატარიის ბილეთები; მორალური, კულტურული და საზოგადოებრივი ზიანის მომტანი ბეჭდვითი გამოცემები, წიგნები, დოკუმენტები, ნახატები, ნახაზები, გრავიურები, ფირფიტები, ნეგატიური ფირები, ფოტოსურათები; მუსიკალური ბარათები; ავტომობილები; ალკოჰოლური სასმელები; სიგარეტი; მაგნიტური ლენტები; ნახმარი ტანსაცმელი; ელექტრონული და ელექტრომოწყობილობები; გეოგრაფიული რუქები; ნატურალური მინის სათვალეები; საღეჭი რეზინი; სანიტარული ორგანიზაციების მიერ აკრძალული მარცვლეულის თესლი; უხამსი და უზნეო ხასიათის ნივთები ნივთები, რომლები ზიანს აყენებენ საზოგადოებრივ მორალსა და კეთილ შეხედულებებს; ძვირფასეულობა; აზარტული თამაშები; სამედიცინო დანადგარები; ტოქსიკური ნივთიერებები; სახალხო მედიცინის ნივთები და საშუალებები; მოტოციკლები და მოტოროლერები; ფოტოქაღალდი; ავტომობილების, მოტოციკლებისა და სხვა დანადგარების სათადარიგო ნაწილები; დაქუცმაცებული თამბაქო და ცოცხალი მცენარეები; ბინოკლები; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი (დამუშავებული და გაყინული), შაშხი, სოსისი, რძე და რძის პროდუქტები და სხვა; სუნამოები; ჰერმეტულად დახურული ჭურჭელი, ფარმაცევტული პროდუქციის გარდა; ფოტო და კინოფირები; თმის საღებავები; ნიადაგი და მინერალები; სიგარები; ფასიანი ქაღალდები; ნახმარი ფეხსაცმელი; ყველა საქონელი, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს;
ავტომობილები, მოტოციკლები, მოტოროლერები და სხვა დანადგარები და მათი ნაწილები ნებადართულია გაიგზავნოს კუბაში აკრედიტირებული სახელმწიფოების საელჩოების, საერთაშორისო დაწესებულებების და სავაჭრო ფირმების წარმომადგენლობების მისამართით, რომელთა ოფისებიც განლაგებულია კუბაში, ან ქვეყანაში მომუშავე უცხოელი სპეციალისტების მისამართით.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ნარკოტიკები - დაიშვება მხოლოდ საერთაშორისო კონვენციის პირობების დაცვით; საფოსტო მარკები - თუ გაცვლა ხორციელდება ფილატელისტური ფედერაციის მეშვეობით; მედიკამენტები - არავადაგასული და განსაკუთრებული შეფუთვით; ბაქტერიები, მიკრობები - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით, მხოლოდ ლაბორატორიების, ინსტიტუტების, ჰოსპიტლებისა და სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების მისამართით; ცხოველური წარმოშობის პროდუქცია - მხოლოდ მოხმარების, გამოკვლევების, ცდებისა და სამრეწველო საჭიროებისათვის; ცხოველთა ჯანმრთელობის საწინააღმდეგო მიკრობები ან პარაზიტები; ცხოველური წარმოშობის შრატები, ჰორმონები და ფერმენტები; ვაქცინები, ბაქტერიები ან სხვა ანალოგიური ვეტერინარიაში გამოყენებული პროდუქცია; ცხოველური წარმოშობის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების საშუალებები; ნებისმიერი ელემენტი, პროდუქცია ან შეფუთვა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ცხოველების დაავადებები - სანიტარულ-ვეტერინარული სერტიფიკატითა და კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ცხოველთა საკვები  მცენარეული პროდუქციის იმპორტი დამატებით უნდა გაფორმდეს კუბის რესპუბლიკის საკონსულოს მიერ.


შენიშვნა:
1. CN23 საბაჟო დეკლარაცია უნდა შეივსოს ფრანგულ ან ესპანურ ენაზე;
2. უბრალო და შეკვეთილ გზავნილებში აკრძალულია საბანკო ბილეთებისა და სხვა 
ფასეულობების გადაგზავნა. ასეთი გზავნილების დაკარგვის, გაფუჭების და გაძარცვის 
შემთხვევაში კუბის საფოსტო ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;
3. კუბის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ წერილებს, 
რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.