კოსტა რიკა
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უზნეო ხასიათის საგნები; მონეტები, ოქროს და ვერცხლის ზოდები, პლატინა, ძვირფასი ქვები და სხვა ძვირფასი ნივთები; ლატარიის ბილეთები; ფარმაცევტული და სამედიცინო პრეპარატები; ნარკოტიკი; ცოცხალი ცხოველები და მცენარეები; მატყლის მომცემი ცხოველები, ფრინველები; მსხვილფეხა რქოსანი საქონელი; ფრინველი; მავნე პარაზიტებიანი ხილი ან თესლი; გაფუჭებული კვების პროდუქტები, საკვები და სასმელი პროდუქტები, რომლებიც ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას; ნიმუშები, რომლებშიც შეიძლება იყოს ბენზორიაზერინი; ორმაგი გრადუირების მქონე ბავშვთა კვების ბოთლები; სამედიცინო ნიმუშები, რომლებიც შეიცავენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს; ნახმარ ტომრებსა და ტარაში შეფუთული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები; შეუვსებელი ანგარიშები; სისხლი და სისხლის პროდუქტები; რადიოაქტიური ნივთიერებები; სახიფათო, აალებადი და ფეთქებდი ნივთიერებები;
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი და მისი ალკალოიდები, აგრეთვე კანქვეშა ინექციები კომპეტენტური ორგანიზაციების ნებართვით; მეორადი მოხმარების საგნები - გამომგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლების მიერ გაცემული დეზინფექციის სერტიფიკატით; ცივი იარაღი, მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი - საზოგადოებრივი უშიშროების სამინისტროს ნებართვით.
2. კოსტა-რიკის საფოსტო ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი ანაზღაურება იმ გზავნილების დაბრუნებისათვის, რომლებიც არ ჩაბარდება ადრესატს შემდეგი მიზეზების გამო:
- ადრესატი უარს განაცხადებს გზავნილის მიღებაზე.
- ადრესატი დადგენილ დროში არ გამოცხადდება საფოსტო გზავილის მისაღებად.
- თუ გზავნილის შიგთავსი არ შეესაბამება საბაჟო მოთხოვნებს და/ან ამ ორგანოების მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტები არ იქნება წარდგენილი დროულად.
- თუ გზავნილის შიგთავსში მოთავსებულია აკრძალული ნივთი.