ანგოლა

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
დამატებითი მოთხოვნები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: დიახ (გარდა გზავნილისა, რომელიც შეიცავს ფულს, მონეტებს, საბანკო ბილეთებს, სხვა ფასეულობებს)
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 10 000 ლარი
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.

 

 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 20 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: არა
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი0
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 1
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 30 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ანგოლას ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები: 
საშიში ნივთიერებები; ცოცხალი და მკვდარი ცხოველები და მათი ნაწილები; მცენარეები და მათი დასნებოვანებული თესლი; საფოსტო მარკების მსგავსი ვინიეტები; შეურაცმყოფელი ხასიათის საგნები; ფეთქებადი ნივთიერებები; ნარკოტიკები; ჯანმრთელობისათვის საზიანო საკვები პროდუქტები; ტყვია-წამალი; ასანთი; თამბაქო; ესენციები; ლატარიის რულეტები, ბგერითი აპარატები, ვიდეოკასეტები; რადიაქტური ნივთიერებები. 
 


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სამეცნიერო ან სამედიცინო მიზნებით გადასაგზავნი ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები -  ადრესატისათვის ანგოლის ჯანმრთელობის დაცვის საბჭოს მიერ გაცემული ნებართვით; ფარმაცევტული პატენტირებული საშუალებები ანგოლის ჯანმრთელობის დაცვის საბჭოს მიერ გაცემული ნებართვით; ფუტკარი, წურბელები და აბრეშუმის ჭია მიიღება შესაბამისი შეფუთვის შემთხვევაში; პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები, რომლებიც განკუთვნილი არიან ამ მწერების პოპულაციის კონტროლისათვის და გაიგზავნებიან ანგოლის ოფიციალურად აღიარებული დაწესებულებების მისამართით; ფილმები, ცელულოიდი, ლატარიისა და საბანკო ბილეთები, ლითონის მონეტები (ანგოლის ეროვნული ბანკის მისამართით გადასაგზავნი მონეტების გარდა) - კომპეტენტურ სამთავრობო ორგანოების ნებართვით.



შენიშვნა:

ანგოლის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათებზე ფასგამოცხადების გარეშე შიგთავსის მიუხედავად. ამ შემთხვევაში ამანათი მიიღება გადასაგზავნად, მაგრამ გამგზავნი წინასწარ მიეცემა გაფრთხილება, რომ ანგოლის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამანათის დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ანაზღაურება გამგზავნზე არ გაიცემა. თუ გამგზავნი უარს იტყვის ამანათის ფასგამოცხადების გარეშე გაგზავნაზე, შესაძლებელია მიეცეს მას რეკომენდაცია გასაგზავნი საგნები გააგზავნოს მცირე პაკეტებით.
 


რეგისტრირებულ წერილებზე, ამანათებზე და მცირე პაკეტებზე დატანილი უნდა იყოს მიმღების სრული დასახელება, მისამართი (ქუჩა, საპოსტო ინდექსი, დასახლებული პუნქტი), შეძლებისდაგვარად მიმღების ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა.