კოლუმბია
მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით, ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
ალკოჰოლური სასმელები, ლიქიორები და სხვა ტკბილი და სურნელოვანი ალკოჰოლიანი სასმელები და წვენები; კაკაო და მისი პრეპარატები; მოხალული დაფქვული და მარცვლოვანი ყავა; მარცვლეული და მათი პროდუქტები; ტყავის ნაწარმის შენახვისათვის საჭირო ხსნარები, ცვილი, მასტიკა და სხვა მსგავსი ნაერთები; საწვავი; საუმუშავებელი ბამბა; სუნელები (წიწაკა, დარიჩინი და სხვ.); ლაქის, მშრალი საღებავების, ნაყენების, ტანინის და სხვა მსგავსი ნივთიერებების ექსტრაქტები; ახალი და გამხმარი ხილი, ჰერმეტულად დახურულ ტარაში მოთავსებულის გარდა; სამაჯურები; სამეცნიერო და ზუსტი აპარატურა, ოპტიკური და სხვა ხელსაწყოები; მატყლი და შალის ნაწარმი; რძე და რძის პროდუქტები; ბოსტნეული, მცენარეები, მათი ნაწილები და მათი ნაწარმი; სელი, ჯუთი, კანაფი და სხვა საფეიქრო მრეწველობაში გამოყენებული მცენარეები და მათი ნაწარმი; სხვადასხვა მანქანები და მათი ნაწილები; ცხოველური წარმოშობის ცხოველური წარმოშობის ნედლეული და დაუმუშავებელი პროდუქტები; ტყავის შეღებვისა და გათრიმვლისათვის, აგრეთვე გოფრირებისა და დაწვნისათვის, და სხვა მცენარეული წარმოშობის დაუმუშავებელი ნივთიერებანი; პლატინა, ოქრო, ვერცხლი; ნიკელი და მისი ნაკეთობები; ქვისა და სხვა მინერალური ნივთიერებების დამზადებული ორნამენტები და დეკორაციები, აგრეთვე ჩვეულებრივი ლითონისაგან დამზადებული ნაკეთობები; სერვიზები; სასადილო ვერცხლის ნივთები; ალუმინის, ნიკელის ან სხვა ლითონის ჭურჭელი; ნიჩბები და სხვა სამეურნეო ნივთები; მინა; სადაფი; ნიჟარები და სპილოს ძვალი; მარგალიტი, ძვირფასი ქვები და მათი ნაკეთობები; თევზი, კიბოსნაირი ცხოველები, მოლუსკები, რომლებიც დამზადებულია ცივი კონსერვაციის მეთოდით (ლითონის ყუთებით და ქილებით, მინის, თიხის ან სხვა ჰერმეტული ტარით გადასაგზავნი თევზჭერის პროდუქტის გარდა); ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქტები; კვების მრეწველობის პროდუქტები; ფქვილისა და სახამებლის პროდუქტები, ალაო, ხორცი, ბოსტნეული, ხილი და სხვა მცენარეები; მცენარეული პროდუქტები; ცოცხალი მცენარეები და ყვავილები; კვების მრეწველობის ნარჩენები; ყველანაირი საპონი; შაქარი; დაუმუშავებელი ან დაფასოებული ჩაი; გაყინული, გამოყვანილი ან სხვა რაიმე მეთოდით დამზადებული ხორცი (ყუთებით, მინის ტარით ან სხვა ჰერმეტულად შეფუთული ხორცის გარდა); ნახმარი ტანსაცმელი; რადიოაქტიური ნივთიერებები; საბანკო ბილეთები და ვალუტა, ან რაიმე სხვა საფინანსო დოკუმენტები წარმომდგენზე; დამუშავებული ძვირფასი ქვები და სხვაა ფასიანი ნივთები.
- ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის ოპიუმის, მორფინის, კოკაინისა და მარიხუანას ჩათვლით, თუმცა შეზღუდვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ჩამონათვალით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნების მიერ აღიარებულ სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულების საგნებზე.
- კოროზიული სითხეები და მომწამვლელი ნივთიერებები, ცხიმები,საღებავი ფხვნილები და სხვა მსგავსი მასალები პორნოგრაფიული და სხვა საგნები, რომელთა იმპორტირება და ცირკულაცია აკრძალულია დანიშნულების ადგილზე. საგნები, რომლებიც თავიანთი ბუნებით ან შეფუთვით საფრთხეს უქმნიან ოფიციალური პირებსა და ფართო საზოგადოებას, აჭუჭყიანებენ ან აზიანებენ სხვა საგნებს, საფოსტო აღჭურვილობას ან მესამე პირის საკუთრებას. დოკუმენტები, რომელიც ახლანდელი და პერსონალური ხასიათის კორესპონდენციაა და გაცვლილია არა გამგზავნსა და ადრესატს, არამედ სხვა ან მათთან ერთად მცხოვრებ პირებს შორის. ფეთქებადი, აალებადი და სახიფათო მასალა ისეთი როგორიცაა: იარაღი, საბრძოლო მასალა, ნებისმიერი სახის საომარი მასალა, ფეიერვერკები, ასაფეთქებელი პატრუქები, რაკეტები, ფეიერვერკის ნაირსახეობები და ა.შ
- ყველა კატეგორიის რადიოაქტიული მასალები.
- ცოცხალი და მკვდარი ცხოველები, ცხოველთა ფიტულები, გარდა ფუტკრების, წურბელებისა და აბრეშუმის ჭიისა, რამდენადაც პარაზიტები და შხამიანი მწერების გამანადგურებლები აღიარებულია ოფიციალურად დადგენილ სამეცნიერო ინსტიტუციებს შორის.
- ფული, მონეტები, საბანკო ჩანაწერები, საბანკო ჩანაწერების ფორმები, ფურცლები, რომლებიც ასახავენ ნამდვილ საბანკო ჩანაწერებს ან სხვა ნებისმიერ ობლიგაციებს, ფულის საჭრელი მანქანები, სხვა ღირებულების მქონე ნივთები, როგორიცაა: პლატინა, ოქრო, ვერცხლი, მიუხედავად იმისა ქარხნულია თუ არა, ძვირფასი ქვები და სხვა ღირებული ნივთები; ყალბი და პირატული საგნები.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები არ არის.
შენიშვნა: კოლუმბიის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს იმ უბრალო და შეკვეთილ წერილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.