იემენი
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
აღნიშნულ ქვეყანაში შესაძლებელია გზავნილი AVIA-ს გაგზავნა.
- საფოსტობარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- მცირეპაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
- M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალურისიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
ცოცხალი ცხოველები; სათამაშო რევოლვერები და პისტილეტები; ეტიკეტები და ქსოვილები საბანკო ბილეთების მსგავსი მოჩითვით; ობლიგაციები; ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები; ნივთირებები, რომლებიც სწრაფად გადადიან თხევად მდგომარეობაში; მინის ან ანალოგიური მყიფე ნივთები; საბრძოლო მასალები; პროპაგანდისტული ლიტერატურა; იაპონური საპარსი ფუნჯები; ასანთი; ფული; ვარდისფერი ქინაქინა; საწარმოს მარკები; ყვითელი ციების ვირუსი; ფალსიფირებული საფოსტო მარკები; რადიოაქტიური ნივთიერებები.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ძვირფასი ლითონები, მათი ზოდები ან ნაკეთობები - ფასგამოცხადებული საფოსტო გზავნილებით; ცელულოიდი - ორმაგი შეფუთვით (თუნუქის კოლოფში და ხის ყუთში); პარაზიტები (ნიმუშების სახით) - ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლისათვის; ნარკოტიკები - სამეცნიერო ან სამედიცინო მიზნით, სამედიცინო სამსახურის დირექტორის ნებართვით; მცენარეეები - დეზინფექციის შემდეგ.
შენიშვნა:
იემენის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო წერილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.