დომინიკის რესპუბლიკა
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
აღნიშნულ ქვეყანაში შესაძლებელია გზავნილი AVIA-ს გაგზავნა.
- საფოსტო ბარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- მცირე პაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
- M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალური სიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უზნეო ხასიათის საგნები; უცხოური ლატარიის ბილეთები, ყალბი ფული და მათი დასამზადებელი საგნები; აზარტული თამაშების საგნები; მონეტები; საბანკო ბილეთები; ძვირფასი ლითონები და მათგან დამზადებული საგნები; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრისა და აბრეშუმის ჭიის გარდა); იარაღი.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
გამაბრუებელი ნივთიერებები - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ნებართვით; ნარკოტიკები, მცენარეები - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სამდივნოს სპეციალური ნებართვით; იარაღი, ტყვია-წამალი, ნავთობი და გაზი - მთავრობის ნებართვით.
შენიშვნა:
დომინიკის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას ფასგამოუცხადებელ ამანათებზე შიგთავსის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში ამანათი მიიღება, მაგრამ გამგზავნი გაფრთხილებულ უნდა იქნას, რომ ამანათის დომინიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკარგვის შემთხვევაში, მასზე მატერიალური ანაზღაურება არ მოხდება. გამგზავნის უარის შემთხვევაში გაგზავნოს ამანათი ფასგამოცხადებით, მას რეკომენდაცია უნდა მიეცეს გასაგზავნი საგნები გაგზავნოს მცირე პაკეტში.