ბურუნდი
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
აღნიშნულ ქვეყანაში შესაძლებელია გზავნილი AVIA-ს გაგზავნა.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
ლიქიორები; ძვირფასი ლითონები; მონეტები; მთავრობის მიერ აკრძალული ბეჭდვითი გამოცემები; ცოცხალი ცხოველები ფუტკრისა და მწერების გარდა; რადიოაქტიური ნივთიერებები
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
მედიკამენტები, ნარკოტიკები, საქარინი - ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნებართვით; მინისგან დამზადებული საგნები, სითხეები, ზეთები, საღებავი ნივთიერებები, ცოცხალი ფუტკარი და მწერები, პარაზიტები შესაბამისი შეფუთვით აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის მიზნით; გამოსახდელი აპარატები - ფინანსთა სამინისტროს ნებართვით; მცენარეები - წარმომავლობის შესახებ სერტიფიკატით; იარაღი, ტყვია-წამალი - თავდაცვის სამდივნოს ნებართვით; ასანთი, ფეთქებადსაშიში ნივთიერებები - ჰერმეტული შეფუთვით.