ჩინეთი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: დიახ (გარდა გზავნილისა, რომელიც შეიცავს ფულს, მონეტებს, საბანკო ბილეთებს, სხვა ფასეულობებს)
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 876 SDR**
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 30 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: დიახ
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი838 SDR**
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 2
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: არა
 
 ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ჩინეთის ოფიციალურ წყაროს
 
  1. ყველანაირი სახის ცეცხლსასროლი იარაღი (93.01-93.05, 93.07);  მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის დეტალები და მაკეტები; საბრძოლო მასალები (93.06); დანები,   მჭრელი საგნები, არბალეტი (მშვილდ-ისარი);
  2. ქიმიური შემადგენლობის აეროზოლები (გაზის ბალონი, წიწაკის აეროზოლი, ცრემლსადენი გაზის ყუმბარები და მისთ.);
  3. ფეთქებადი ნივთიერებები (ფოერვერკი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და მისთ.);
  4. შეკუმშული და თხევადი აირები (სანთებელა, თმის ლაქი, აეროზოლები და მისთ);
  5. ადვილად აალებადი სითხეები ან მყარი ნივთიერებები და თვითაალებისკენ მიდრეკილი საგნები.
  6. ტოქსიკური ნივთიერებები; ბიოქიმიური, ინფექციური ნივთიერებები; რადიოაქტიური ნივთიერებები; კოროზოული ნივთიერებები;
  7. მონეტები (71.18), ბანკნოტები, საბანკო ბილეთები, წარმდგენისათვის გადასახდელი ფასიანი ქაღალდები სამოგზაურო ჩეკები, ყალბი ფული და ყალბი სავალუტო  ფასიანი ქაღალდები (49.07);
  8. დაბეჭდილი მასალა (49.01, 49.02, 49.11), ფირები (37.04, 37.05), ფოტოსურათები (4911.91), გრამფირფიტები, კინოფირები (37.06), ჩამწერ აპარატურაში ჩადებული ჩასაწერი ფირები და ვიდეოლენტები, კომპაკტდისკები (როგორც ვიდეო, ასევე აუდიო) (85.23), კომპიუტერის მეხსიერების საშუალებები და სხვა ისეთი ნივთები, რომლებიც საზიანოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და მორალური ინტერესებისათვის. 
  9. ყველანაირი სახის მომაკვდინებელი საწამლავი ნივთიერებები.
  10. ოპიუმი (1302.11), მორფინი, ჰეროინი (2339.11), მარიხუანა (1211.90) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც იწვევს მიჩვევას და ფსიქოდელიური ნივთიერებები.
  11. ცხოველები, მცენარეები და მათი პროდუქტები, რომლებიც ინფიცირებულია დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებით, მავნებელი მწერებითა და სხვა მავნებელი ორგანიზმებით ან წარმოადგენს მათ მატარებლებს.
  12. საკვები პროდუქტები, წამლები და სხვა ნივთები, რომლებიც შემოდის ისეთი ადგილებიდან, სადაც გავრცელებულია ეპიდემია და მავნებელია ადამიანებისა და შინაური საქონლისათვის ან რომელთა მეშვეობით შესაძლებელია დაავადების გავრცელება.
  13. პლატინა (71.10), ოქრო (71.08) და ვერცხლი (71.06), როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი, ძვირფასი ქვები (71.02, 71.03, 71.04), საიუველირო ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები.