შრი ლანკა
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
აღნიშნულ ქვეყანაში შესაძლებელია გზავნილი AVIA-ს გაგზავნა.
- საფოსტო ბარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- მცირე პაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
- M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალური სიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უზნეო შინაარსის საგნები; ყველა სახის იარაღი; ზუმფარა; ქლორი; დისტილირებული წყალი; მწერების საწინააღმდეგო ბადეები; საპონი; ბრინჯის პუდრი; ოდეკოლონი; კბილის პასტა; თაბაშირი; ქირურგიული ბამბა; ბინტი; საღებავი საშუალებები; სარეცხი ფხვნილები; ლაქი; მასტიკა; ფეხსაცმლის საცხი; ყავა; თამბაქო და მისი ნაწარმი; ცხოველური და მცენარეული ზეთები; ცვილი; ბრინჯი; ფქვილი; ნამცხვარი; შაქარი; ხილი; ბოსტნეული; მარილი; თევზი (გამოყვანილი და დამარილებული); ხორცი; ტრიკოტაჟის ნაწარმი, გალანტერია; პირსახოცი; თავსაფარი; თეთრეული; პარფიუმერია; კონვერტები; კალენდარი; ავტოკალამი; ელექტრონათურები; უთო; საწონები; წიგნები, ყოველწლიური პუბლიკაციები; ჟურნალები და ბროშურები; სახიფათო საქონელი, ნარკოტიკები და ქიმიური პროდუქტები; ოპიუმი; სპირტიანი სასმელები; კონსერვები; პურპროდუქტების ნაწარმი; სოუსები; შავი წიწაკა; ქოქოსის კაკალი; მინერალური და გაზიანი წყალი; ძმარი; კვერცხი; ყვავილები; ყინული; ქვამარილი და სამზარეულო მარილი; ცოცხალი ფრინველები და ცხოველები; თევზის კონსერვები; მშრალი რძე 9%-ზე ნაკლები ცხიმიანობით; მარცვლეული; ძვირფასეულობა; საკუთრების უფლების დამრღვევი ბეჭდვითი გამოცემები; საკანცელარიო მოწყობილობები; სამშენებლო მასალები; წვერის საპარსი იაპონური ფუნჯები; ასანთი; კაუჩუკის ბურთები; ბანქო; ხელბურთისა და ფეხბურთის ბურთები ხისა და თიხის სათამაშოები; მოგზაურობისათვის საჭირო მოწყობილობები; საათები; სანთებელები; საათის სამაჯურები; სურათები და მცირე ზომის ქანდაკებანი; ანტიკვარიატი; ფოტოგრაფიული მოწყობილობა; ბრილიანტის მტვერი; ნახმარი სამშვენისები და სხვა ნივთები.
შესატანად პირობითად დაშვებული ნივთები:
ნარკოტიკები, ქიმიური პროდუქტები, წამლები - თუ ადრესატს გააჩნია შრი ლანკის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების სპეციალური ნებართვა; საჩუქრები - ფართლეულის, საფეიქრო ნაწარმის, ყვავილებისა და ყვავილოვანი მცენარეების გარდა.
შენიშვნა: მიღების შესახებ შეტყობინებით მიიღება მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილები.