შვედეთი
üკომერციული დანიშნულებით გაგზავნილი ნებისმიერი ღირებულების გზავნილი, ქვეყანაში შესვლისას ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დაბეგვრას. ამასთან, თუ გზავნილში მოთავსებული საქონლის საერთო ღირებულება აღემატება 150 ევროს, ის ასევე იბეგრება საბაჟო გადასახადით.
სავალდებულოა! კომერციული დანიშნულებით გზავნილის გაგზავნისას, გამგზავნმა საბაჟო დეკლარაციაში მიუთითოს საქონლის სეს ესნ (HS) კოდი (6 სიმბოლო) და საქონლის წარმოშობის ქვეყანა;
ü45 ევრომდე ღირებულების საქონელი, რომელიც იგზავნება საჩუქრად, ქვეყანაში შესვლისას არ ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დაბეგვრას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გზავნილი საჩუქრად გაგზავნილად ჩაითვლება, თუ:
· იგზავნება ფიზიკურ პირებს შორის, ამასთან ერთი და იგივე პირებს შორის გაგზავნას არ აქვს ხშირი ხასიათი;
· განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის და შესაბამისად არ აქვს კომერციული ხასიათი;
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.

- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
კანაფი, კანაფის წვენი ან მისი ექსტრაქტები; აბორტისათვის გამოსაყენებელი საშუალებები; მცენარეები, მცენარეთა თესლი ან მათი ნაწილები; მიწა და ორგანული სასუქები; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრის, წურბელების და აბრეშუმის ჭიის ჩათვლით); ცხოველური წარმოშობის პროდუქტები; ასანთი; საბრძოლო მასალები; ცივი იარაღი; ლატარიის ბილეთები, კუპონები და სატირაჟო სიები; მცენარეული წარმოშობის პროდუქტები; თევზისა და რძის პროდუქტები; თხილი; ცხიმები; ჟელატინი; კაკაო; ცოცხალი ცხოველები; ნარკოტიკები; რადიოაქტიური ნივთიერებები.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკები, რომელთა შეტანა შვედეთში დაშვებულია - თუ ადრესატი აღიარებულია შვედეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის ეროვნული დირექციის მიერ ნარკოტიკების იმპორტიორად და გააჩნია ნარკოტიკების შემოტანის ყოველი კონკრეტულ შემთხვევისათვის აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებართვა; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები - აღიარებული შვედეთის ჯანდაცვის და სოციალური დაზღვევის ეროვნული დირექციის მიერ; ცხოველთა ცოცხალი სპერმა - შვედეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული დირექციის ნებართვით; ფრინველის კვერცხი და თევზის ქვირითი - შვედეთის ვეტერინარული მედიცინის ეროვნული დირექციის ნებართვით; ალკოჰოლური სასმელები - თუ შემომტანი წარმოადგენს შვედეთის ღვინის მრეწველობის სამმართველოს ან პირნი, რომელთაც აღნიშნული სამმართველო ანიჭებს შემოტანის უფლებას, ან თუ სასმელი წარმოადგენს საჩუქარს კერძო პიროვნებისადმი; დაუმუშავებელი ოქროს ზოდები ან ოქროს მონეტები - შეტანა ნებადართულია მხოლოდ შვედეთის ბანკის ან ბაზელის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისათვის; საბანკო ბილეთები და მონეტები 100 შვედურ კრონაზე მეტი საერთო ღირებულებით; ფასიანი ქაღალდები (გარდა თამასუქებისა) - შეტანა ნებადართულია შვედეთის ბანკის ნებართვით; კილიტებიანი ღია საფოსტო ბარათები - მიიღება მხოლოდ დახურული კონვერტებით; რადიოაქტიური ნივთიერებები - მიიღება რადიაცისაგან დაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნებართვის არსებობის შემთხვევაში; ბაქტერიოლოგიური პრეპარატები - შემოიტანება მხოლოდ ბაქტერიოლოგიის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის მიერ; შაქარი - კომპეტენტური ორგანიზაციების ნებართვით; იარაღი - პოლიციის სამსახურების ნებართვით; აბორტისათვის საჭირო ნივთიერებები, შპრიცები და ნემსები - ფარმაცევტებს შორის გაცვლის წესის შესაბამისად, მხოლოდ ჯანდაცვის ეროვნული დირექციის ნებართვით; კვების პროდუქტები - კვების ეროვნული ადმინისტრაციის ნებართვით; მცენარეები და ხილი - სოფლის მეურნეობის ეროვნული დირექციის მიერ დამტკიცებული ფიტოსანიტარული სერტიფიკატით; გადაშენების ზღვარზე მყოფი ფრონველები და ცხოველები - შვედეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული დირექციის ნებართვით; შხამები - შეიტანება მხოლოდ ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელთა მიერ; ალაოზე დამზადებული სასმელები - კატეგორიისა და დამამზადებლის სახელის ჩვენებით; ანტიქიმიური აპარატები და საშუალებები - ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სამხედრო აღჭურვილობის ინსპექტირების ბიუროს ნებართვით; ფილმები - ხის ყუთებში, გარედან ფერადი ეტიკეტით "ფილმები".
წერილობითი კორესპონდენცია, თუ მისი შიგთავსი საქონელია, ასევე, ამანათი და EMS გზავნილი, სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს საბაჟო დეკლარაციას (CN22/CN23).
იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნიდან შვედეთში იგზავნება გზავნილი, რომლის შიგთავსის ღირებულებაც აღემატება 1500 შვედურ კრონას, მისი მიღებისას ადრესატი ვალდებულია გადაიხადოს დამატებული ღირებულების გადასახადი, გზავნილის ღირებულების 25%-ის ოდენობით.