ურუგვაი
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
აღნიშნულ ქვეყანაში შესაძლებელია გზავნილი AVIA-ს გაგზავნა.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
ნივთიერებები, რომლებშიც შესაძლებელია დუღილის პროცესების განვითარება; ცოცხალი ცხოველები; ნანადირევი; ვენახი ნებისმიერი სახით; უხამსი ხასიათის ნივთები; ლატარიის ბილეთები; ლაკმუსის სირსველი და მისი პროდუქტი; ფული, ძვირფასი ლითონები და ნაკეთობები; იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებები; საფოსტო ბარათები არაუმეტეს 5 ცალისა; რადიოაქტიური ნივთიერებები; საფოსტო გზავნილები ფასგამოცხადების გარეშე შემდეგი შიგთავსით: მონეტები, ბანკნოტები, საკრედიტო ბილეთები ან რაიმე ფასეულობა წარმომდგენზე, საგზაო ჩეკები, პლატინას, ოქროს, ვერცხლის ნაკეთობანი ან ჯართი, ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაკეთობანი და სხვა ძვირფასეულობა. აგრეთვე შეკვეთილი წერილობითი კორესპონდენცია ზემოთ აღნიშნული შიგთავსით.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით; მშრალი ყურძენი, მცენარეული სასუქი, ნეშომპალა, ყვავილოვანი, ნაყოფის მომცემი და დეკორატიული მცენარეები და მათი ნებისმიერი ნაწილები - გამგზავნ ქვეყანაში გაცემული და ურუგვაის კონსულის მიერ ხელმოწერილი მოწმობით.