ბელიზი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 1
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 25 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: დიახ
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი10 000 ლარი
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 1
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ბელიზის ოფიციალურ წყაროს
 
შესატანად  აკრძალული საგნები:
ლატარიის ბილეთები; მონეტები; პლატინა, ოქრო ვერცხლი და მათი ნაკეთობები; ძვირფასი ქვები და სხვა ძვირფასი საგნები; საბანკო და საკრედიტო ბილეთები;  ხანჯლები; ცოცხალი ცხოველები; ბანანის ხეები; ხილი; ბოსტნეული, მიწა, ნეშომპალა; იარაღი, საბრძოლო აღჭურვილობა, დატენილი კაფსულების ჩათვლით, ვაზნები; ასანთი; თამბაქო; საქარინი და სხვა ანალოგიური ნივთიერებები (საქსინი და სხვა); ცელულოიდი, გაუწმენდავი და თხევადი; ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ნაკუწები, ნახმარი საცვლები; იაპონიაში დამზადებული საპარსი ფუნჯები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით გადასაგზავნი სხვა ნარკოტიკები _ მიმღებისათვის ბელიზის გუბერნატორის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით; პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები, რომლებიც გამოიყენება  გამოკვლევებისათვის და იცვლება ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის; მორთულობებისათვის განკუთვნილი მონეტები და ლითონის ზოდები; ხის ყუთებში ან მუყაოს კოლოფებში შეფუთული, მკვრივ გოფრირებული ქაღალდში შეხვეული გადამუშავებული ცელულოიდის ნაწარმი (კინო- და ფოტოფირების გარდა); კინო- და ფოტოფირები უნდა შეიფუთოს თუნუქის კოლოფებში, რომლებიც უნდა მოთავსდნენ მყარ ხის ყუთებში.


შენიშვნა:
1. ფაქტურები შეიძლება მოთავსდეს გზავნილში ან გადაეგზავნოს მიმღებს სხვა წესით. კონსულის ფაქტურები აუცილებლობას არ წარმოადგენს. აუცილებელია დაერთოს მოწმობები წარმომავლობის შესახებ, ლიცენზიები და ა.შ, რომლებიც შეიძლება მოთავსდეს გზავნილში ან  გადაიგზავნოს სხვა წესით;
2. ყალბი საბაჟო დეკლარაციებით მიღებული საფოსტო ამანათები და სხვა საფოსტო გზავნილები ამოღებულ იქნება საბაჟო ხელისუფალთა მიერ;
3. ბელიზის საფოსტო ადმინისტრაცია მატერიალური პასუხისმგებელი არ არის ფასგამოუცხადებელ ამანათებზე მიუხედავად შიგთავსისა.