გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
ü საფოსტო ბარათი - მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü წერილი - მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü მცირე პაკეტი - მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
ü M ტომარა - მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალურისიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 1000 SDR**;
შესაძლებელია თუ არა წერილობითი კორესპონდენციის საძიებო სისტემით სარგებლობა -დიახ;
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები თუ გზავნილის შიგთავსი საქონელია:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 1000 ადგ.ვალუტა;
üგზავნილის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას - 25000 ადგ.ვალუტა;
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს წერილობით კორესპონდენციას დანიშნულების ქვეყანაში შესვლისას - 1 ცალი;
ენა, რომელზეც შესაძლებელია შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ფრანგული, ინგლისური;
ჩაბარების საფასური იმ წერილობითი კორესპონდეციისათვის, რომელიც აღემატება 500 გრამს - 1.5 SDR;
ჩაუბარებელი წერილობითი კორესპონდენციის შენახვის ვადა: 2 თვე;
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი კურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
***გასაგზავნ წერილობით კორესპონდენციაზე საბაჟო დეკლარაციის დართვა მოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზავნილში მოთავსებულია საქონელი.
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 1000 SDR**;
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 1 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური, ფრანგული;
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 1000 ადგ.ვალუტა;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას - 25000 ადგ.ვალუტა;
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - არა;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 30 დღე;
üმაქსიმალური - 60 დღე;
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითიკურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
ტერმინთა განმარტებები
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ტოგოს ოფიციალურ წყაროს
შესატანად აკრძალული საგნები:
საქარინი და მისი მსგავსი პროდუქტები; სპირტი, სპირტის სახდელი და დისტილაციის დანადგარები; სასწორები და საზომები, გარდა გაზომვის არაათობითი სისტემის სასწორები და საზომები; საზღვარგარეთული ლატარია და მისი კუთვნილი ბეჭდვით გამოცემები; ძვირფასეულობა; საბანკო და სახაზინო ბილეთები, ფასეულობები წარმომდგენზე; ტოგოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული ბეჭდვითი გამოცემები; ყველა სახის იარაღი; სამედიცინო თერმომეტრები; მომწამვლელი ნივთიერებები; ცოცხალი ცხოველები; მცენარეები და მათი ნაწილები; ვერცხლის, სპილენძისა და ნიკელის ჟეტონები და ზოდები; მონეტების დასამზადებელი, დანადგარები და ინსტრუმენტები; ყალბი საფირმო ნიშნებიანი საზღვარგარეთული პროდუქტები;
შესატანად პირობიტად დაშვებული საგნები:
ოპიმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით ტოგოს რესპუბლიკის კომისრის ნებართვით; ფირები - ლითონის ყუთებში შეფუთვით; სანადირო თოფები - შეტანის შესახებ წინასწარი ნებართვით; საბანკო ბილეთები უნდა გაიგზავნოს ფასგამოცხადებული გზავნილებით.