ტაჯიკეთი
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
- საფოსტობარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- მცირეპაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
- M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალურისიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები, ცივი იარაღი ან თავდასხმისათვის განკუთვნილი სხვა ნივთები, ასევე სამხედრო აღჭურვილობა; ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, რადიოაქტიური ნივთიერებები, აგრეთვე ოპიუმის მოსაწევი მოწყობილობები; საზღვარგარეთული ვალუტა და რელიგიური კულტის საგნები; ეროტიკული, პორნოგრაფიული და არაეთიკური მასალები; ნივთები, რომლებიც თავიანთი ფორმით ან შეფუთვით სახიფათონი არიან ფოსტის მუშაკთათვის, აფუჭებენ ან სვრიან სხვა გზავნილებს.
შენიშვნა: ტაჯიკეთის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ გზავნილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.