ტანზანია
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
აღნიშნულ ქვეყანაში შესაძლებელია გზავნილი AVIA-ს გაგზავნა.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
იაპონური საპარსი ფუნჯები; ჯანმრთელობისათვის მავნე სპირტიანი სასმელები, ქიმიური პროდუქტებისა ან ცხიმების შემცველი სასმელები (მაგალითად სალიცილის სპირტი); შედედებული რძე ცხიმის 9%-იანი შემცველობით; ასანთი; ყალბი მონეტები; რადიოაქტიური ნივთიერებები (მანათობელი ციფერბლატები, პრეპარატები და სხვა); ყალბი მარკები; ლპობადი ბიოლოგიური ნივთიერებები; ადამიანისათვის მავნე პროდუქტები; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრის, აბრეშუმის ჭიის და წურბელას გარდა); ღერბები; დამაზადებელი საწარმოს ყალბი მარკები; ლატარია; უხამსი შინაარსის ნივთები; აქროლადი ნივთიერებების შემცველი თხევადი ცელულოიდი; 32,2 გრ.ჩ ტემპერატურაზე აალებადი სითხეები; სამხრეთ აფრიკის საქონელი; საბანკო ბილეთები და სხვა ფასეულობები.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი სამდივნოს ნებართვით, მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით; ნახმარი ტანსაცმელი, შალის გადასაფარებლები - დეზინფექციის მოწმობით; დისტილაციის აპარატები და მათი მოწყობილობები, ზოდები - ტანზანიის მთავრობის ნებართვით; მავნე მწერთა გამანადგურებელი პარაზიტები - ეგზემპლართა სახით; იარაღი, საბრძოლო მასალები - სპეციალური ნებართვით; ლპობადი ბიოლოგიური ნივთიერებები - ოფიციალურად აღიარებულ ლაბორატორიებს შორის გაცვლის წესით, მსოფლიო საფოსტო კონვენციის დებულებების შესაბამისი შეფუთვით; დარიშხანი - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; მცენარეები, ხილი, თესლი - სოფლის მეურნეობის და ტყის მინისტრის წინასწარი ნებართვით; ძვირფასი ლითონები, სექსუალური ხასიათის პუბლიკაციები - საბაჟოს კომისარიატის გადაწყვეტილებით; ფილმები - ლითონის ყუთებში და შემდეგ ხის ყუთებში შეფუთული; ნიშანსაღები მანქანები - გენერალური დირექტორის წერილობითი ნებართვით; ტელევიზორები, ელექტრონული გამომთვლელი მასალები (კალკულატორები) - ფინანსთა მინისტრის წერილობითი ნებართვით.