სომალი
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციისა და ამანათის გაგზავნა.
- საფოსტო ბარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
- მცირე პაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
- M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალური სიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
ქვეყანა არ ემსახურება EMS გზავნილს
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
ლატარიის ბილეთები; აბორტისათვის საჭირო საშუალებები; ბუტანის გაზით დატუმბული სანთებელები; ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი; საბანკო ბილეთები; სპირტიანი სასმელები; ოპიუმი; რძის ფხვნილი; ფეთქებადი და საბრძოლო მასალები; ასანთი; რადიოაქტიური ნივთიერებები.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
თხის, ცხვრის, აქლემის ტყავი - სომალის ვეტერინარული ორგანიზაციის ნებართვით; ტელეფონის აპარატები და მათი ნაწილები - თუ ისინი დამისამართებულია სომალის მთავრობისადმი; ნარკოტიკები, შხამები, ლითონის მავთულები - მთავრობის ლიცენზიით; საქორწინო ნამცხვარი - სპეციალური (ლითონის) ყუთით; მედიკამენტები - ჯანდაცვის დეპარტამენტის ნებართვით; ნახმარი საგნები დეზინფექციის ცნობით; ცოცხალი ცხოველები - ვეტერინარული სამსახურის ნებართვით; სუვენირები (ეშმაკუნები) - სპეციალური შეფუთვთვით; იარაღი - ხელისუფლების უფლებამოსილი მოსამსახურის ლიცენზიით; სიგარეტი - სომალის რესპუბლიკის მთავრობის მარკიანი ყუთებით; მონეტები - რომლებიც მიმოქცევაშია სომალიში; ფილმები, ცელულოიდი - ლითონის სპეციალური ყუთით, რომელიც მოთავსებული იქნება ხის ყუთში წარწერით: "ფილმი" ან "ცელულოიდი".