სოლომონის კუნძულები
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
აღნიშნულ ქვეყანაში შესაძლებელია გზავნილი AVIA-ს გაგზავნა.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები: ცოცხალი ცხოველები; საბრძოლო მასალები; ასანთი.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
პარაზიტები - ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის მიზნით, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ნებართვით; ნარკოტიკები - სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; საღებავები - კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ნახმარი საგნები - ჯანდაცვის ოფიციალური სამსახურების სერტიფიკატით.
შენიშვნა:
სოლომონის კუნძულების საფოსტო ადმინისტრაცია ფასგამოუცხადებელ (შიგთავსის მიუხედავად) გზავნილებზე მატერიალურ პასუხისმგებლობას არ ღებულობს. ასეთ შემთხვევაში გზავნილი მიიღება და გამგზავნს განემარტება, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ზარალი არ ანაზღაურდება. გამგზავნს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია, რომ გზავნილის შიგთავსი გადააგზავნოს მცირე პაკეტების სახით.