სირიის არაბთა რესპუბლიკა

 

მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით, ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  •   საფოსტო ბარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   მცირე პაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური  ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
  •   M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალური სიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
დაზღვევის  მაქსიმალური ზღვარი: 0
 
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 30 კგ. 

მაქსიმალური ზომა:1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,

რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  ამანათის  გაგზავნა: არა
 
დაზღვევის  მაქსიმალური ზღვარი: 0
 
გაგზავნისას  მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 3
 
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
 

  

 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 20 კგ
მაქსიმალური ზომა: 1.05.X1.05.X1.05. (ან 2.სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: 
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 4
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება სირიის არაბთა რესპუბლიკის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სახის ბადაგი; ბრინჯის ნამჯა; ზირა; კრახმალი; საფუარი; სოდა; საქარინი; ნატრიუმი; ცხოველური და მცენარეული ცხიმები; ყვავილები; სიგარეტის ქაღალდი; სიგარეტის დასამზადებელი ინსტრუმენტები; მარილი; საპონი; ასანთი; ქსოვილები; ყველა სახის წინდა (შალის წინდების გარდა); მეორადი მოხმარების ტანსაცმელი; ხისგან დამზადებული აბაჟურები; ქიმიური პროდუქტები; სამხედრო ნიშნები, ვარსკვლავები და ღილები; ისრაელში დამზადებული ყველა საქონელი; კონსერვები;  ნაცარა მტრედები და ნანადირევი გარეული ფრინველის ხორცი; ნარკოტიკები; საკონდიტრო ნაწარმი; ტუალეტის ქაღალდი; ბამბა; ფეხსაცმელი; მინა და მინის ქილები; წვენსაწურები; ტელევიზორები; რადიომიმღებები; უზნეო შინარსის ნივთები; დამამზადებელი საწარმოს მარკები; რადიოაქტიური ნივთიერებები;
 

შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სიგარები და სიგარეტები - თუ ადრესატს გააჩნია სირიის ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფო საზოგადოების ნებართვა; მედიკამენტები - რეცეპტის არსებობის შემთხვევაში; იარაღი და საბრძოლო მასალები - თავდაცვის სამინისტროს ნებართვით; ძვირფასი ლითონები და მათი ნაკეთობები - მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილებით; ლიქიორები - ბოთლის შიგთავსის შემადგენლობის, დამამზადებლისა და წარმომავლობის ქვეყნის ეტიკეტებით; ალკოჰოლური სასმელები, ყავა - ქიმიური ანალიზის შედეგების დანართით; საპონი - მხოლოდ კაუსტიკური; ბამბა - სოფლის მეურნეობის ბანკის ნებართვით; ფული - გაცვლის ბიუროს ნებართვით; დარიშხანი - ტოქსიკოლოგიური გამოკვლევებისათვის; ეტიკეტები - ეკონომიკის სამინისტროს ვიზით; ცელულოიდი - თუთიის ტარაში იზოლირებული შეფუთვით; ეკონომიკის სამინისტროს ვიზით; კინოფილმები - კულტურის ეროვნული სამინისტროს ნებართვით.