გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
ü საფოსტო ბარათი - მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü წერილი - მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü მცირე პაკეტი - მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
ü M ტომარა - მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალურისიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 1000 SDR**;
შესაძლებელია თუ არა წერილობითი კორესპონდენციის საძიებო სისტემით სარგებლობა -დიახ;
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები თუ გზავნილის შიგთავსი საქონელია:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 15 SGD;
üგზავნილის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას - 400 SGD;
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს წერილობით კორესპონდენციას დანიშნულების ქვეყანაში შესვლისას - 1 ცალი;
ენა, რომელზეც შესაძლებელია შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური;
ჩაბარების საფასური იმ წერილობითი კორესპონდეციისათვის, რომელიც აღემატება 500 გრამს -
ჩაუბარებელი წერილობითი კორესპონდენციის შენახვის ვადა: 1-2 თვე;
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი კურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
***გასაგზავნ წერილობით კორესპონდენციაზე საბაჟო დეკლარაციის დართვა მოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზავნილში მოთავსებულია საქონელი.
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 1000 SDR**;
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 1 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური;
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 15 SGD;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას - 400 SGD;
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - დიახ;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 10 დღე;
üმაქსიმალური - 1 თვე;
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითიკურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
ტერმინთა განმარტებები
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება სინგაპურის ოფიციალურ წყაროს
შესატანად აკრძალული ნივთები:
ამორალური და უხამსი შინაარსის ნივთები; ცოცხალი ცხოველები; მცენარეთა ნაწილები და თესლი; ყველა ტიპის იარაღი; ბუტანის გაზით დატუმბული სანთებელები და მათი სათადარიგო ნაწილები; საფოსტო მარკები; მონეტები და ძვირფასი ლითონი; რადიოაქტიური ნივთიერებები; ნატრიუმის და კალციუმის შემცველი პრეპარატები; მავნე და ჭუჭყიანი ნივთები; ძვირფასი ლითონის ზოდები; საბანკო ბილეთები და შეტყობინებები; დამამზადებელი საწარმოს მარკები; ერბო, მოხდილი რძე; ამულეტები; ლატარეა და მისი კუთვნილი საგნები; დიდი ზომის გზავნილებანი; სახიფათო ნივთები.
შესატანად პირობითად დაშვებული ნივთები:
ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მათ შორის ხორცი, მიიღება სინგაპურის ძირითადი პროდუქტების სამსახურის დირექტორის ნებართვით; ძვირფასი ქვები - ფოსტის გენერალური დირექტორის წინასწარი ნებართვით; საბანკო ბილეთები, მონეტები - იმ პირობით, თუ მათი ნაჩვენები ღირებულება აჭარბებს 100 აშშ დოლარს; ნარკოტიკები, შრატი - ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის სპეციალური ნებართვით; პარაზიტები და მწერთა გამანადგურებლები - ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის ნიმუშთა გაცვლის მიზნით; ლპობადი ბიოლოგიური მასალები - აღიარებულ ლაბორატორიებს შორის გაცვლის მიზნით, მსოფლიო საფოსტო კონვენციის აღმასრულებელი რეგლამენტით გათვალისწინებული შეფუთვით; ცელულოიდი, ფილმები - სპეციალური შეფუთვით; შხამები - ადგილობრივი ხელისუფლების 1938 წლის მითითების შესაბამისად; ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია -სპეციალური შეფუთვით; მცენარეები და თესლი - ძირითადი სახეობის პროდუქციის სამსახურის მისამართით.
სასურველია გზავნილს ახლდეს საბუთი (ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა) სადაც მოცემული იქნება მასში განთავსებული საქონლის ღირებულება. აღნიშნული საბუთი სავალდებულოა თუ გზავნილი შეიცავს ალკოჰოლურ სასმელს, ან თამბაქოს ნაწარმს:
-ალკოჰოლური სასმელის შემთხვევაში გარკვევით უნდა იყოს მითებული ღირებულება, დასახელება, რაოდენობა, მოცულობა და ალკოჰოლის პროცენტულობა.
-თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში გარკვევით უნდა იყოს მითებული ღირებულება, დასახელება, რაოდენობა და პროდუქტის წონა.