პერუ

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
შესაძლებელიათუ არა დაზღვეულიწერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 30 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეულიამანათის გაგზავნა: არა
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი0
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 3
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 4
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 2
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება პერუს ოფიციალურ წყაროს
 
შესატანად აკრძალული საგნები:
აბსენტი და სხვა სპირტიანი სასმელები; მალფუჭებადი სასურსათო საქონელი; მინის სარწყულებლები კაუჩუკის ან მინის ცხვირებით; სურნელოვანი ეთერი მინის ამპულებში საკარნავალო თამაშებისათვის; სათამაშო ბანქო; ასანთი; სიგარა; სიგარეტი; თამბაქო; სამზარეულო მარილი; ბიოლოგიური ნივთიერებები; ცხოველები; საკვები პროდუქტები და სასმელები; სანთებელები; კომუნისტური პროპაგანდის საშუალებები; მონეტები; საბანკო ბილეთები და სხვა ნებისმიერი ფასეულობები; ყავა; ბამბა; შაქრის ლერწამი; ბანანის ხეები; მცენარეები გადამდები დაავადებებით; უზნეო შინაარსის საგნები და სათამაშოები; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები; ყალბი მონეტები; ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები პროდუქტები და სასმელები; საკანცელარიო ნივთები; საწერი ქაღალდი; რვეულები და ბლოკნოტები, ყველა სახის კალენდრები; საფოსტო ბარათები; მისალოცი ღია ბარათები; ფულის ნიშნები ან სხვა ფასეულობების წარმომდგენზე; პლატინა; ოქრო და ვერცხლი;  დამუშავებული  ან არა; ძვირფასი ქვები, ძვირფასეულობა და სხვა ძვირფასი საგნები; ნაყოფი ნაჭუჭში (კაკალი, ნუში, წაბლი და სხვა); ჩაი; სიმინდის ქულა; თევზის კონსერვები, ხიზილალას ჩათვლით; მოსამზადებელი და დაკონსერვებული კიბოსნაირები  და მოლუსკები; საკონდიტრო ნაწარმი კაკაოს გარეშე; კაკაოს ცხიმი; მარცვლეულის პროდუქტები - პური და ფუნთუშეული; საკონდიტრო ნაწარმი; მწვანილი, ხილი და ბოსტნეული, დამზადებული ან დაკონსერვებული ძმარმჟავას გამოყენებით, მარილის შემცველობით ან არა; სანელებლები; შაქარი; გაყინული ხილი შაქრის შემცველობით; ხილის კონსერვები; ხილი, მწვანილების, ბოსტნეულის წვენები; სუფები და ბულიონები; ნარკოტიკები; მცენარეები და მთი ნაწილები; ასაფეთქებელი ნივთიერებანი და ტყვია-წამალი; იარაღის ყველა სახეობა, მისი შემადგენელი და სამარაგო ნაწილები; პარფიუმერია, კოსმეტიკა, ტუალეტის საგნები; საპონი და მისი მსგავსი ნივთიერებანი სხვადასხვა ფორმის; პარკები; ფეხსაცმლის საცხი და გუტალინი; პიროტექნიკური ნაკეთობანი; მანქანები და სხვა სატრანსპორტო საშუალებანი ბორბლებზე;  ბავშვების სამაგიდო სათამაშოები; თოჯინები, მათი სამარაგო ნაწილების გარდა; გასართობი საგნები და მოწყობილობანი; ნებისმიერი ფორმის სავარცხლები; გულსაბნევები და მათი ანალოგიური ნაკეთობანი; ტყავისა და ვულკანიზირებული ბოჭკოსაგან დამზადებული ნესესერები, საფულეები, სამგზავრო ჩანთები, საქაღალდეები, ბუდეები და ანალოგიური საგნები; პლასტიკური მასალისაგან, მუყაოსაგან, ქსოვილისაგან დამზადებული ფურცლები; ბეწვეული და მისი ნაკეთობანი; ხიგან დამზადებული სახლში მოსახმარი ნივთები; სუფრის კოვზები, დანები, ჩანგლები, ტორტის, თევზის, კარაქის საჭრელი დანები; საშაქრეები და ანალოგიური საგნები; ტუალეტის ქაღალდი, ქაღალდის ხელსახოცები,  ჰიგიენური ხელსახოცები, ბავშვის სახვევები, ხელსახოცები, ცხვირსახოცები, პირსახოცები; თავსახვევები, ყელსახვევები; წინდები; ნოხები; ხელით ნაქარგები; ტრიკოტაჟი (გარდა ხელოვნურისა); არაელასტიური და რეზინის არშემცველი ტრიკოტაჟისაგან დამზადებული ხელთათმანები, წინდები, რბილი ფეხსაცმელი, და ანალოგიური საგნები; თეთრეული; ტანსაცმელი და მისი აქსესუარები, აგრეთვე  არაელასტიური და რეზინის არშემცველი ტრიკოტაჟისაგან დამზადებული სხვა საგნები; რეზინის შეცველი ტილოები; თავსაბურები, მოსახვევები, ვუალი და ანალოგიური სანები; ჰალსტუხები; ლოგინის თეთრეული; ტომრები და სხვა შესაფუთი მასალები; კარვები, შალითები, ლენტები და ტურიზმის სხვა საგნები; ხელოვნური ყვავილები, ფოთლები, ხილი, ბოსტნეული და მათგან დამზადებული საგნები; მცირე ზომის ქანდაკებანი და ინტერიერის სხვა დეტალები; მინის ბურთები; ნატურალური მარგალიტის, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების იმიტაცია; ბიჟუტერია და საიუველირო ნაწარმი; ოქროს და ვერხცლის ნაკეთობანი და მათი ნაწილები; სამზარეულოს ქურები, მიქსერები, მტვერსასრუტები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა; ტაფები; ელექტრული უთოები, ტელევიზორები, მუსიკალური და სხვა ზარდახშები; მუსიკის ჩამწერი და დამკვრელი მოწყობილობანი; სხვადასხვა სახის ქაღალდის ფული და ფასიანი ქაღალდები; სამგზავრო ჩეკები და სხვა ფასეულობანი; რადიოაქტიური ნივთიერებანი; ნახმარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (გარდა ქვემოთ აღნიშნული შემთხვევებისა: მგზავრების პირადი ნივთები, რომლებიც წარმოადგენენ უთანმხლებო ბარგის შიგთავსს, ან თუ არსებობს პერუს მთავრობის თანხმობა ამ ნივთების საჩუქრის სახით ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანაზე); ქლორის შემცველი პესტიციდები, (მათ შორის სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდები აქტიური ინგრედიენტების (ქლოროვანი ეთილენის, ეთილენის ჟანგეულის, მონოკროტოფოსის) შემცველობით), მათი წარმოებულები და შემადგენელი ნაწილები; ნახმარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; კარტოგრაფიული და გეოგრაფიული საბუთები, წიგნები, დისკეტები, ვიდეო კასეტები და ინფორმაციის ნებისმიერი მატარებლები, სადაც ნაჩვენებია პერუს სახელმწიფოს ტერიტორია და მისი საზღვრები დამახინჯებული სახით; საზღვარგარეთ წარმოებული სასმელები სახელწოდებით “Pisco”; ავტომობილების ნახმარი საბურავები; სათამაშოები სახელწოდებით "Yoyo Loco" და "Yoyo Chino".


შენიშვნა:
1. "M" ტომრებზე უნდა იყოს დამაგრებული CN22 იარლიყი;
2. პერუს საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ წერილებს ისეთი საგნების შიგთავსით, რომლებიც ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.