ნიკარაგუა
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული სატრანსპორტო მიმოსვლის მკვეთრი შემცირების გამო, დროებით შეჩერებულია საქართველოდან ამ ქვეყანაში საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMS გზავნილების გაგზავნა.
აღნიშნულ ქვეყანაში შესაძლებელია გზავნილი AVIA-ს გაგზავნა.
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.
- აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
- უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უზნეო ხასიათის ნივთები; ნიკარაგუაში არარეგისტრირებული ფარმაცევტული საშუალებები; უცნობი შემადგენლობის პრეპარატები და წამლები; ცოცხალი ცხოველები; ასანთი; სატელეგრაფო აპარატები; ლატარიის ბილეთები; სასტვენები; ყალბი ფულის საბეჭდი ხელსაწყოები; გამოსახდელი კუბები; მონეტები, ძვირფასი ლითონები; კომუნისტური პროპაგანდის საშუალებები; ნახმარი ტანსაცმელი და საცვლები; იარაღი და შეიარაღება; სამუშაო ფორმა; საბანკო ბილეთები და ვალუტა.
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი და მისი ალკალოიდები, შპრიცების ნემსები - აღმასრულებელი ხელისუფლების ხელშეწყობით შემოტანის შემთხვევაში; თოფები და რევოლვერები, სანადირო თოფები, საბრძოლო მასალები - ნიკარაგუას ხელისუფლების ნებართვით; ნახმარი ტომრები - გამომგზავნი ქვეყნის მიერ დეზინფექციის შესახებ გაცემული სერტიფიკატით; ფეთქებადი ნივთიერებები - თუ შეიტანება სამთო მრეწველობის საწარმოების მიერ; სიგარები და სიგარეტები - წარმომავლობის აღნიშვნით.