ნეპალი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: დიახ (გარდა გზავნილისა, რომელიც შეიცავს ფულს, მონეტებს, საბანკო ბილეთებს, სხვა ფასეულობებს)
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 332,5 SDR**
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 

  

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 20 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: არა
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი0
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია, გარდა: 10201 Dasarath, 10301 Amargadhi, 10401 Mahendra Nagar, 10805 Silgadhi Dipayal, 10901 Dhangadi, 10904 Tikapur, 21601 Narayan, 21701 Birendranagar, 21801 Gulariya, 21901 Nepalganj, 22401 Tribhuvannagar, 22403 Tulsipur, 32501 Tansen, 32801 Taulihawa, 32901 Shiddharthanagar, 32902 Butwal, 33001 Ramgram, 33301 Baglung, 33701 Pokhara, 33705 Lekhanath, 33801 Putalibazar, 33901 Byas, 34001 Prithivinarayan, 44101 Hetauda, 44201 Bharatpur, 44201 Birgunj, 44207 Ratnanagar, 44401 Kalai
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, კვირა
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ნეპალის ოფიციალურ წყაროს
 
შესატანად აკრძალული საგნები:
ვალუტა, საბანკო ბილეთები, მონეტები ან რაიმე ფასიანი ქაღალდები წარმომდგენზე; რადიოაქტიური ნივთიერებები; სინთეზური ბოჭკოები; ფოტოგრაფიული ხელსაწყოები; საათები და მათი სათადარიგო ნაწილები; მიხაკი, დარიჩინი; კარდამონი; ფოტო ქაღალდი; ბურთულა საკისრები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები არ არის.


შენიშვნა:
ნეპალის სამეფოს საფოსტო ადმინისტრაცია კრძალავს:
1. შეკვეთილ გზავნილების "წარმომდგენზე" მიღებას მონეტების, საბანკო ბილეთების, საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების შიგთავსით, აგრეთვე სამგზავრო ჩეკების, პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობების ან ამ ლითონების დაუმუშავებელი სახით, ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაკეთობების და სხვა ძვირფასი საგნების შიგთავსით;
2. შეკვეთილ გზავნილებს და ფასიან წერილებს მონეტებით ან ფულის ბანკნოტებით, ამის შესახებ სპეციალური შეთანხმების გარდა;
3. უბრალო და შეკვეთილ წერილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.