მიანმარი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 20 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: არა
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი0
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 20 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია, გარდა: Mandalay Township, Pakokku Township, Mawlamyine Township, Myingyan Township, Bago Township, Kalay Township, Pathein Township, Monywa Township, PyinooLwin Township
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 3
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: არა
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება მიანმარის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
ცოცხალი ცხოველები; საჰაერო გზით შესატანი მცენარეები; ბამბა; პარკოსანი მცენარეები; კაკალი; ყავა; ქინაქინა; ყვითელი ცხელების ვირუსი; მედლები; ფიქტიური შტემპელები; ცელულოიდი და მისი ნაწარმი; საბანკო ბილეთები და მათი სურათები, სახელმწიფო ობლიგაციებისა და საბანკო ბილეთების ნახატის მქონე ქსოვილები; ნარკოტიკები; ძვირფასი ლითონები და ნაკეთობები; მონეტები; საკრედიტო ბილეთები ან რაიმე  ფასეულობები წარმომდგენზე, პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობანი ან ამ ლითონების ზოდები, საიუველირო ნაწარმი და სხვა ფასიანი ნივთები; ბეჭდვითი გამოცემები; მცენარეები; კინოფირები; იაპონური საპარსი ფუნჯები; შაქრის ლერწამი; კაუჩუკი; იარაღი; საბრძოლო მასალები; ასანთი; ლატარიის ბილეთები;   


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

შპრიცები, ფრინველთა ფიტულები და ბუმბული - საბაჟო ორგანოების ნებართვით; მცენარეები, კარტოფილი - მიანმის კომპეტენტური ორგანოების სპეციალური მოწმობით; სელი, სამყურა - თუ გამგზავნს გააჩნია სპეციალური ლიცენზია; პარაზიტები - ნიმუშების სახით, ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის მიზნით; ტყავი,  ბუმბული იგზავნება როგორც ბუნების ეგზემპლიარები; მიმღებ-გადამცემი აპარატები - ფოსტისა და ტელეგრაფის გენერალური დირექტორის ნებართვით.


შენიშვნა: 
მიანმის საფოსტო ადმინისტრაცია კრძალავს ფასიანი წერილების მიღებას "წარმომდგენზე" მონეტების, საბანკო ბილეთების, საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების შიგთავსით, აგრეთვე სამგზავრო ჩეკების, პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობების ან ამ ლითონების დაუმუშავებელი სახით, ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაკეთობების და სხვა ძვირფასი საგნების შიგთავსით.