მაროკო

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
დამატებითი მოთხოვნები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: დიახ
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 3840 SDR**
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 3842 SDR**;
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 2 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ფრანგული, ინგლისური, ესპანური, არაბული;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 45.60 Dh;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 1250 Dh;
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - დიახ;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 45 დღე;
üმაქსიმალური - 60 დღე;
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.poste.ma
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითიკურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი* - დოკუმენტისთვის არაუმეტეს 4000 ლარი,
საქონლისთვის - არაუმეტეს 10 000 ლარი;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს EMS გზავნილს მისი ქვეყანაში შესვლისას - 2 ცალი
 
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას:
    ფიზიკური პირებისთვის 1250 MAD;
    იურიდიული პირებისთვის 1250 MAD;
    
რამდენჯერ ხორციელდება EMS გზავნილის ჩაბარების მცდელობა2-ჯერ
 
ჩაუბარებელი EMS გზავნილის შენახვის ვადა: 15 დღე;
 
მომსახურების დაფარვის ტერიტორია - სრული
 
ჩაბარების დღეები - 1/2/3/4/5
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
უქმე დღეები - 1,11 იანვარი, 1 მაისი, 4-7 ივნისი, 30 ივლისი, 12-14,20,21 აგვისტო, 1 სექტემბერი, 6,11,12,18 ნოემბერი
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.chronopost.ma
 
 
*მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება მაროკოს ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
პროდუქტები, რომლებიც არ შესაბამებიან საქონლის (საკვები პროდუქტი, სასმელები, ფალსიფიცირებული, მალფუჭებადი და შხამიანი ნივთიერებანი) სავაჭრო გაცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პირობებს; ღვინისა და ღვინის ტკბილის გამაუმჯობესებელი პროდუქტები, ხელოვნური ღვინის დასამზადებელი, ყალბი ღვინის  ტკბილის ან ცუდი ანალიზის მქონე ღვინოს ხარისხის დამმალავი პროდუქტები; სპირტი და მსგავსი სასმელები (ესენციები); მილისებური საწოვარა და მისის ცალკეული ნაწილები; საწოვარები ბოთლებისათვის; ანისის (ვაშლის) ესენციები; ცოცხალი მწერები; იმ მწერთა კვერცხები და ჭუპრები, რომლებიც არ ინახებიან სითხეებში; მიკრომიცეტები, ტალოფიტები ან სოკოვანო ორგანიზმები, ფუტკრის და აბრეშუმის ჭიის გარდა; ფული ან საბანკო ბილეთები (მაროკოს ან საზღვარგარეთული), ლატარიის ბილეთები; ნივთები, რომლებზეც ყალბი აღნიშვნებია გაკეთებული; ყალბი ნივთები; მაგნიტოფონის ფირები; ძვირფასი ლითონები და მათი ნაკეთობები; უხამსი პუბლიკაციები; აბორტის გამომწვევი მედიკამენტები; ლობიო; წიწაკა; გარეული ფრინველის ხორცი; იარაღი; რადიოაქტიური ნივთიერებები;


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სამედიცინო ან სამეცნიერო  მიზნებისათვის განკუთვნლი ნარკოტიკები - შეფუთვაზე შესაბამისი აღნიშვნით; სპირტის ესენციები და მსგავსი ნატურალური და ხელოვნური პროდუქტები, ექსტრაქტები - მხოლოდ მედიკამენტების სახით ფარმაცევტებისათვის; დაუმუშავებელი ტყავი, ტყვიის თეთრა და მისი შემადგენელი ნაწილები - მაროკოს შრომის მინისტრის ნებართვით; ფუტკარი - ისეთი ყუთებით, რომელიც იძლევა შიგთავსის შემოწმების საშუალებას და არ  უქმნის საფრთხეს ფოსტის მუშაკებს; წურბელები - სპეციალური შეფუთვით; თამბაქო, სასწორები და საწონები, გოგირდი და ნატრიუმის აზოტმჟავა მარილები - მაროკოს კომპეტენტური ორგანოების განსაკუთრებული ნებართვით;  გამოსახდელი კუბები და  დისტილაციის აპარატები - მაროკოს ფინანსების სახელმწიფო მდივნის ნებართვით; ცელულოიდი, ფილმები - შესაბამისი შეფუთვით; სანთლები (ერთ პაკეტში 12 ცალი) - 250 გრამამდე მასით; ჩაი - ჩაის წარმოების ეროვნული სამმართველოს ნებართვით; ძონძები - მრეწველობის სამინისტროს ნებართვით; იარაღი, იარაღით მოვაჭრეებისა და კერძო პირთათვის - ეროვნული უსაფრთხოების გენერალური დირექტორის ნებართვით; ფარული  გამრავლების უნარის მქონე მცენარეები (საფუარი, ტალოფერი, სოკო), კეფირი და კუმისი - ასეთი გზავნილების გარეკანზე მწერის ან მცენარის დასახელების მითითებით.
 

 

CN22/CN23  უნდა შეივსოს გარკვევით და მასში დაწვრილებით უნდა მიეთითოს ინფორმაცია საქონლის შესახებ, მისი სრული აღწერით (საგნების რაოდენობა, თითოეულის წონა, ნეტო და ფასი, შესაბამისი ვალიუტის მითითებით).