კუვეიტი

შესატანად აკრძალული საგნები:
სპირტიანი სასმელები, სამრეწველო სპირტი და დენატურატები; ბუტანის შემცველი ნივთიერებები; პალესტინიდან გაგზავნილი ყველა ნივთი წარწერით “ისრაელი”; ცოცხალი ცხოველები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ხორცისა და რძის პროდუქტები - კუვეიტის მუნიციპალიტეტის ნებართვით; სამკურნალო საშუალებები, შრატები და ვაქცინები, ნარკოტიკები - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; მედიკამენტები - დაიშვება მხოლოდ რეცეპტის არსებობის შემთხვევაში; ძვირფასეულობები - ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; რადიოგადამცემები საშუალებები - ლიცენზიით; კვების საგნები - ადგილობრივი ხელისუფლების ლიცენზიით; მეორადი საგნები - დეზინფექცის ცნობით; ალაო - მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციების მისამართით.


შენიშვნა:

არ მიიღება სააბონენტო საფოსტო ყუთებზე დამისამართებული გზავნილები.