კვიპროსი

შესატანად აკრძალული საგნები:
წურბელა და აბრეშუმის ჭია; გზავნილები, რომლებსაც შეუძლიათ დასვარონ ან დააზიანონ ფოსტის თანამშრომლები ან სხვა საფოსტო გზავნილები და დანადგარები; მონეტები, საბანკო ბილეთები, ქაღალდის ფულის ნიშნები, ფასიანი ქაღალდები, საგზაო ქვითრები; პლატინა, ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი ქვები, სამშვენისები და სხვა ძვირფასი ნივთები; საფოსტო მარკების ან ანგარიშსწორების სხვა ნიშნების შემცველი ბანდეროლები და წერილები; ფეთქებადი, აალებადი ან სხვა მავნე ნივთიერებები; ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები; უხამსი და ამორალური ნივთები; ხანჯლები; უხამსი და ამორალური ხასიათის ბეჭდვითი გამოცემები და პუბლიკაციები; ჰაშიში; ინდური კანაფი; რადიოაქტიური ნივთიერებები, თუ გათვალისწინებული არ არის ორმხრივი ხელშეკრულებით; ცოცხალი ცხოველები; კალიის კვერცხები; წურბელა და  აბრეშუმის ჭია; კარტოფილის ბოლქვები, ციტრუსები, ვენახი და ყურძენი, ქიშმიშის გარდა, ახალი ხილი, ყვავილები, მიწა და ქვიშა, კომბოსტო, სოკოები, ნაკელი და სასუქი, ნარეცხი, თხილი, ნუში და მიწის თხილი ნაჭუჭთან ერთად; ყველა სახის იარაღი, პისტოლეტი და კარაბინი; ბეჭდვითი გამოცემები იარაღის დამზადების, გამოყენებისა და შენახვის ინფორმაციით; ფეიერვერკები; ასანთი; მონეტების მსგავსი სამშვენისები, ზარდახშები ძვირფასეულობისათვის; საბანკო ბილეთებისა და კ ქაღალდის ფულის ნიშნების მსგავსი ნივთები; იმ ავტორთა ნაშრომები, რომლებმაც შეატყობინეს საბაჟო სამსახურებს მათი ნაშრომების იმპორტის აკრძალვის შესახებ; ყალბი მარკები და მათი დასამზადებელი კლიშეები, ფირფიტები და სხვა ინსტრუმენტები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ფუტკარი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიცენზიით; პარაზიტები და მავნე მწერები, ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლის მიზნით (ნიმუშის სახით) - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიცენზიით; ძველი ტანსაცმელი და ჩვრები _ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; შხამები _ ლიცენზიით; ნარკოტიკები _ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; 7%-იანი ცხიმიანობის რძე _ ჯანდაცვისა და სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორის ლიცენზიით; საქარინი _ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; ფაუნისა და  ფლორის ნიმუშები, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ; ხორცის პრეპარატები, თევზი, მოლუსკები და კიბოსნაირები _ ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს ნებართვით; ბოსტნეული და თესლი _ საერთაშორისო ფიტოსანიტარული სერტიფიკატით; ცერატონიის ნაყოფი, ბამბა, ფურაჟი, თივა, ჩირი, კანაფის თესლი, თაფლი და მისი შემცველი ნივთიერებები, საოპიუმე ყაყაჩოს თესლი, ნახმარი შესაფუთი მასალა, დასარგავი კარტოფილი _ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით; ცეცხლსასროლი იარაღი,  პისტოლეტები და მათი  ნაწილები, საბრძოლო მასალები _ ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროებისნებართვით; პაპიროსის ქაღალდი _ საბაჟოსა და არაპირდაპირი გადასახადების დეპარტამენტის დირექტორის ლიცენზიით. თამბაქოს და სიგარეტის დასამზადებელი მანქანები და  აქსესუარები _ მართვის დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით; კინოფილმები და დაუმუშავებელი ცელულოიდი _ შესაბამისი შეფუთვითა და კინემატოგრაფის ცენზურის საბჭოს ლიცენზიით.