კაბო ვერდე

შესატანად აკრძალული საგნები:
ხელისუფლების უფლებამოსილების შეურაცხმყოფელი ბეჭდვითი გამოცემები, კინო და ფოტო ფირები, ნახატები; საფოსტო მარკების მსგავსი ვინიეტები; ამორალური და უხამსი ხასიათის საგნები: წიგნები, ბეჭდვითი გამოცემები, გრავიურები, ნახატები, ფოტოსურათები; ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები ნივთიერებები (საღებავები, ესენციები და დასატკბობი ნივთიერებები); მედიკამენტები; ნარკოტიკები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ფუტკარი, წურბელები და აბრეშუმის ჭია - შესაბამისი შეფუთვის პირობით;'ფსიქოტროპიული ნივთიერებები, ახალი და გაყინული ხილი; ცხიმი, მცენარეული ზეთი; თევზის და ხორცის კონსერვები, მარილი, კარტოფილი, ხახვი - ვაჭრობის სახელმწიფო სამდივნოს ნებართვის შემთხვევაში; ფილმები, ცელულოიდები, ცეცხლსასროლი იარაღები - კომპეტენტური ორგანოების ნებართვის შემთხვევაში.