ირანი

შესატანად აკრძალული საგნები:
ტელეგრაფისა და უმავთულო სატელეფონო აპარატები; მომწამვლელი ნივთიერებები; ნახმარი ტანსაცმელი და თეთრეული; თამბაქოს სუროგატი; ასანთი; ნავთი და ბენზინი; ლატარიის ბილეთები და ირანის ეროვნული ბანკის ბილეთები; მშრალი და თხევადი ქიმიური საღებავები; ცოცხალი ცხოველები; ცხოველთა ტყავი; ალკოჰოლური სასმელები; აზარტული თამაშები; მუსიკალური ინსტრუმენტები; მოდების ჟურნალები; მონეტები და ძვირფასი ნივთები; იარაღი; სამხედრო აღჭურვილობა; ოპიუმი; ჩაი; ნავთობი; უხამსი შინაარსის ნივთები; რადიოაქტიური ნივთიერებები;  


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ფოტოგრაფიული და კინემატოგრაფიული აპარატები, რომლებიც განკუთვნილია თვითმფრინავებიდან გადაღებისათვის - ირანის მთავრობის სპეციალური ნებართვით; საქარინი, მორფი, კოკაინი და მისი შემცველები, კოდეინი, ჰეროინი და სხვა პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია ოპიუმზე და საერთოდ სხვა გამაბრუებელი საშუალებები - მხოლოდ დიპლომირებული ექიმებისა და ფარმაცევტების მისამართით, თუ ადრესატს გააჩნია ჯანდაცვის სამსახურის სპეციალური ნაბართვა; შაქარი და შაქრის ფხვილი, ასანთი, ნავთი და ბენზინი შეიტანება ირანში მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ;  მეთილის ლილა - საზოგადოებრივი ჰიგიენის სამსახურის ნებართვით, დიპლომირებული ექიმებისა და ფარმაცევტებისათვის.
   

შენიშვნა:
უბრალო და შეკვეთილი გზავნილებით ფულისა და სხვა ფასიანი ნივთების გაგზავნა აკრძალულია. აღნიშნული შიგთავსით გზავნილის დაკარგვის, გაფუჭების  ან გაძარცვის შემთხვევაში ირანის საფოსტო ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ ღებულობს.