ინდონეზია

შესატანად აკრძალული საგნები:
აბსენტი და მსგავსი სასმელები, ყვითელი ციების ვირუსები; თუთიყუშები და მათი ბუმბული; ცოცხალი ცხოველები; თივა, ფურაჟი; მცენარეები; ყალბი, დაზიანებული ან ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნები; საბანკო ბილეთები; საზღვარგარეთული ლატარიის  ბილეთები და პროსპექტები; უზნეო და უხამსი ხასიათის ნივთები; ინდონეზიის ეროვნული ვალუტა _ “რუპია”; ვერცხლი; ფეთქებადი ნივთიერებები; სამხედრო აღჭურვილობა; ასანთი; საზღვარგარეთული პუბლიკაციები; მონეტები; იარაღი; მეორადი მოხმარების ტანსაცმელი და ნივთები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებები; ტყვიის მშრალი თეთრა, განკუთვნილი სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნებისათვის; მომწამვლელი ნივთიერებები და მედიკამენტები, ფარმაცევტული პრეპარატები, პროდუქტები და ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან “აქტიურ მედიკამენტებს” - ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადრესატისათვის გაცემული ნებართვით; დაკონსერვებული ხორცი ლითონის ან  მინის ტარით, ახალი ხილი, თესლი, ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები - გამგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული დაავადებების არარსებობის შესახებ სპეციალური სერტიფიკატით; ფუტკარი, წურბელა და აბრეშუმის ჭია, პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - შესაბამისი შეფუთვით; ოქრო, ძვირფასი ლითონები ნებისმიერი ფორმით, ვალუტა, ფასიანი ქაღალდები, საკრედიტო დოკუმენტები, თამასუქები და ქვითრები - ინდონეზიის კომპეტენტური ორგანოების მიერ ადრესატისათვის გაცემული ნებართვით; ფუფუნების საგნები - სპეციალური სერტიფიკატით; ფილმები - ჰერმეტულ ლითონის ყუთებში წარწერით “ფილმები”; იარაღი, საბრძოლო მასალები - თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვით; ხორცი - მხოლოდ დაკონსერვებული ან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი; კაკაო - ოფიციალური სამეცნიერო დაწესებულების სერტიფიკატით; კარტოფილი - ქვეყნის ფიტოპათოლოგიის დაწესებულების სერტიფიკატით; სელი - ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ცელულოიდი - შესაბამისი შეფუთვით, წარწერით: “ცელულოიდი”; ლექსიკონები - კომერციის დეპარტამენტის ნებართვით; გაზეთები და პერიოდული გამოცემები - წესრიგის გამყარებისა და უშიშროების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით; კომბოსტო - სპეციალური სერტიფიკატით; ქაღალდის ფული - სოციალურ საქმეთა სამინისტროს ნებართვით.